ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში, ყოველთვიურად, 12 წერტილში ახორციელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, კვლევები განსაზღვრავს ჰიდრო ბიოლოგიურ და ქიმიურ პარამეტრებს, მათ შორის13 მძიმე მეტალს, ნავთობის ჯამურ ნახშირწყალბადებს, 16 პოლიარომატულ ნახშირწყალბადს, ასევე, სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაციას.
„შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც მაღალი სიზუსტის ხელსაწყოებით არის აღჭურვილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
სააგენტოს მიერ ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.
აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, აქტიურად აგრძელებს მუშაობას მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებაზე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
15.07.2025.16:47
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) მიერ უმაღლესი საერთაშორისო კლინიკური ხარისხის ნიშანი მიენიჭა. აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც ონკოგინეკოლოგიის გუნდის მიერ პაციენტთა უსაფრთხოებისა და მკურნალობის უმაღლესი ხარისხის უზრუნველსაყოფად არაერთი საერთაშორისო სტანდარტი და პროტოკოლი დაინერგა.
ESGO (European Society of Gynaecological Oncology) — ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის აკრედიტაცია არის ხარისხის საერთაშორისო ნიშანი, რომელიც ენიჭება იმ სამედიცინო დაწესებულებებს ან სპეციალისტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ონკოგინეკოლოგიური მართვისთვის განსაზღვრულ მაღალ ევროპულ სტანდარტებს.
საერთაშორისო აღიარება გულისხმობს მკურნალობის ხარისხისა და პერსონალის მაღალ კვალიფიკაციას და მიზნად ისახავს პაციენტებისთვის საუკეთესო შედეგების უზრუნველყოფას.
“აღნიშნული აკრედიტაცია არა მარტო კავკასიის მედიცინის ცენტრის, არამედ საქართველოს ჯანდაცვის ინდუსტრიის დიდი წარმატებაა, გვიხარია, რომ ჩვენი კონტრიბუცია შეგვაქვს ონკოგინეკოლოგიის სფეროს განვითარებაში, რაც საბოლოო ჯამში პაციენტებისთვის მკურნალობის პროცესში უსაფრთხოების და ხარისხის უმაღლესი სტანდარტის შეთავაზებას ისახავს მიზნად.” - სოფიო ასპანიძე, კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი.
“საერთაშორისო აკრედიტაცია, რომელიც მიენიჭა კავკასიის მედიცინის ცენტრს და ჩვენს დეპარტამენტს არა მხოლოდ ერთი ჰოსპიტლის აღიარებაა, არამედ მთელი ქვეყნის. ჩვენი გუნდის მიერ მკურნალობა საერთაშორისო კვლევებით დამტკიცებული გაიდლაინების მიხედვით ტარდება.” - აღნიშნა კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოგინეკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა არჩილ შარაშენიძემ.