მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.3
-0.0023
flag
AZN 1.5876
-0.0002
flag
CNY 38.215
0.0001
flag
EUR 3.1398
-0.0033
flag
GBP 3.5933
-0.0058
flag
KZT 52.16
-0.0022
flag
TRY 0.0634
0
flag
USD 2.6995
-0.0001

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შუა დერეფნის გამტარუნარიანობა გავზარდოთ და, შესაბამისად, შევძლოთ ტვირთნაკადების ეფექტური მართვა და ჩვენს დერეფანზე გადმორთვა - თამარ იოსელიანი

news image

„2025 წელი ნამდვილად განსაკუთრებულია ჩვენი ნავსადგურებისთვის - გაზრდილია როგორც შემომსვლელი გემების რაოდენობა, ისე ტვირთბრუნვა. ეს განპირობებულია როგორც სახელმწიფოს სწორი პოლიტიკით, ისე კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით და, რა თქმა უნდა, ოპერაციული ეფექტიანობით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

შუა დერეფნის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მარშრუტში საქართველოს როლზე და მისი ზრდა/განვითარების კუთხით გაწეულ სამუშაოზე საუბრისას მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა ნავსადგურის ოპერატორთან მათი ეფექტიანობის გაზრდის და შესაბამისად, როგორც ქვეყნისთვის, ისე მთლიანად შუა დერეფნისთვის მეტი სიმძლავრეების შემატების მიზნით.

„ნავსადგურები ჩვენთან ერთად ყოველწლიურად აახლებენ ინფრასტრუქტურას და ამ მიმართულებით ნამდვილად ხელშესახები შედეგები გვაქვს. ასევე მნიშვნელოვანია მათ მიერ დაგეგმილი გრძელვადიანი პროექტები. მინდა, გამოვყო ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური, რომელიც სრულად კერძო ინვესტიციაა - ნავსადგურის განვითარების პირველ ფაზაში დაახლოებით 98 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო ერთობლივად. მეორე ფაზაში დამატებით ერთი მლნ ტონა ტვირთის მოცულობა დაემატება და შესაბამისად, კიდევ  38 მლნ დოლარი ჩაიდება. ამ კუთხით სახელმწიფოს გაცემული აქვს ნებართვები, მჭიდროდ ვთანამშრომლობდით და უკვე ძალიან მალე შევა საიმპლემენტაციო ფაზაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ კონკურენტუნარიანი გარემო შუა დერეფანში და შესაბამისად, შევძლოთ იმ  ტვირთნაკადების ადმინისტრირება, რაც დერეფანზე და ზოგადად სამხრეთ კავკასიაზე ინტერესის ზრდით მისამართდება", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2025 წლის 9 თვის მაჩვენებლებით ქვეყნის ნავსადგურებში შემოსული გემების რაოდენობის კუთხით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბათუმის ნავსადგურის შემთხვევაში 17%-იანი, ხოლო ფოთის ნავსადგურის შემთხვევაში 5%-იანი მატება დაფიქსირდა. როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, ასევე გაიზარდა საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებლებიც - 2025 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოს ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებული იქნა -567,577 TEU, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში დაახლოებით 20%-იან მატებას წარმოადგენს.

„შუა დერეფანში ჩვენი როლის გამყარებისთვის, ცხადია,  ისეთი ინფრასტრუქტურა გვჭირდება, რომელიც ტვირთების გატარებას შეძლებს. ამისთვის საჭიროა ახალი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რომლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია შესული - რომ მივიღოთ დიდი მოცულობის გემები და შევძლოთ უფრო მეტი ტვირთის გატარება. ასევე რკინიგზის მოდერნიზაცია, რომელიც დასასრულს უახლოვდება და შესაბამისად, გამტარუნარიანობას 27 მილიონი ტონიდან  48 მილიონ ტონამდე გაზრდის. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა, რომელიც ასევე დასასრულს უახლოვდება, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმისთვის, რომ დამატებითი სიმძლავრეები მოგვიტანოს - დაახლოებით 5 მილიონ ტონაზეა საუბარი. ასევე მისი გაფართოების, შემდეგი ფაზების დანერგვის შემთხვევაში კი 15 მილიონ ტონამდე შეგვიძლია ავიდეთ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. 

ამასთან, თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა, რომ კარგი ტენდენცია ფიქსირდება ტვირთების და პროდუქციის დივერსიფიცირების პროცესის და შესაბამისად, გატარებული ტვირთების სახეობების ზრდის თვალსაზრისითაც „ეს გვაძლევს იმის პროგნოზის საშუალებას, რომ მომდევნო წლებში ამ მიმართულებით სტაბილური ზრდა გვექნება", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საგადახდო ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს ანგარიშსწორების ანგარიშებს გაუხსნის

11.12.2025.16:45

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის საგადახდო ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ეროვნულ ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება, მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილე რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს ანგარიშსწორების ანგარიშები გაუხსნას.

აღსანიშნავია, რომ ასეთი პროვაიდერებისთვის ეროვნული ბანკის ახალ საგადახდო ინფრასტრუქტურაზე წვდომა ანგარიშის გარეშეც ხელმისაწვდომი იქნება, მაგრამ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მათ დამატებით მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.

ნიშანდობლივია, რომ ანგარიშსწორების ანგარიშის ქონა პროვაიდერებს საშუალებას მისცემს, ანგარიშსწორება განახორციელონ კომერციული ბანკების შუამავლობის გარეშე, რაც ამცირებს კომერციული ბანკებზე დამოკიდებულებას, ხარჯებსა და ოპერაციულ შეზღუდვებს. შედეგად, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მომხმარებლების გადახდის ოპერაციები შესრულდება უფრო სწრაფად და მოქნილად.

აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია კონკურენტული გარემოს გასაუმჯობესებლად, რაც საქართველოს ფინანსურ სექტორში ინოვაციური და მომხმარებლების მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტების განვითარების ფაქტორია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა