მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7113.2
0.0078
flag
AZN 1.5805
-0.0003
flag
CNY 38.723
0.0004
flag
EUR 3.1688
-0.0001
flag
GBP 3.6476
-0.0059
flag
KZT 54.25
-0.0013
flag
TRY 0.0616
-0.0001
flag
USD 2.687
-0.0006

ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ის საკითხები, რომლებიც რეფორმის კონცეფციით არის გათვალისწინებული, აუცილებლად გასატარებელია და მის შედეგს აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის - გივი მიქანაძე

news image

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

 „ყველა ვთანხმდებით, რომ ის საკითხები, რომლებიც რეფორმის კონცეფციით არის გათვალისწინებული, აუცილებლად გასატარებელია და მის შედეგს აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. 

მნიშვნელოვანი იყო, რომ ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლების პოზიციები მომესმინა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ ჩემგან შეთავაზებული ყოფილიყო კონკრეტული წინადადება, იმ პროცესებთან მიმართებით, რომელიც ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას უკავშირდება.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე კვირაში პარლამენტმა განიხილა და მიიღო კონცეფციის დოკუმენტიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც პრეზიდენტის მიერ უკვე ხელმოწერილია. ერთ-ერთი ნორმა, ამ ცვლილებებიდან გამომდინარე, რეორგანიზაციის პროცესის განხორციელებას ითვალისწინებს, რაც მინისტრის მიერ დროებითი საბჭოს დანიშვნას და დაკომპლექტებას გულისხმობს. საბჭოში, პარიტეტული წესით, ორივე უნივერსიტეტი თანაბარი უფლებამოსილებით იქნება წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს შემადგენლობაში შემავალი კანდიდატების წარდგენა, თავად უნივერსიტეტების მხრიდან მოხდება. 

უნივერსიტეტებს შევთავაზეთ, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი საბჭო, რომელიც 2-2,5 წლის მანძილზე წარმართავს უნივერსიტეტების გაერთიანების პროცესს.

თავის მხრივ, ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც პირველ ეტაპზე ყველა საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებულ ნაბიჯებს გადავდგამთ.

ყველა ვთანხმდებით, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები უმნიშვნელოვანესია. შეხვედრის მონაწილეებს ვთხოვეთ, რომ  კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ ჩვენს მიერ წარმოდგენილ კონკრეტულ შეთავაზებაზე, გაანალიზონ და იმსჯელონ მის მიზანშეწონილობაზე. 

პარალელურად დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ჩვენს გუნდში კიდევ ერთხელ შევაჯერებთ ყველა გამოთქმულ პოზიციას და ვიმსჯელებთ, იმაზე თუ რა შეიძლება საზოგადოებას ამ პროცესთან დაკავშირებით დამატებით შევთავაზოთ,“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

07.02.2026.11:40

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გვირაბებში, განხორციელდება ცალმხრივად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა