კულტურაც არის ბიზნესის და ეკონომიკის წინსვლის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა - თინათინ რუხაძე
ჩვენ ძალიან დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვავითარებთ, - აცხადებს კულტურის მინისტრი, რომელიც გადაცემა „იმედის დილაში“ Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. თინათინ რუხაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის კულტურული და სპორტული ობიექტების განვითარება - იგეგმება ქრისტიანული კულტურის ცენტრისა და თანამედროვე ხელოვნების ცენტრის მშენებლობა, ასევე ძეგლების რეაბილიტაცია და ახალი ობიექტების დაპროექტება.
მინისტრის თქმით, უკვე დაწყებულია საკონცერტო ინფრასტრუქტურის, მათ შორის ფილარმონიის რეაბილიტაცია, ხოლო პარალელურად ვითარდება მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები და თბილისში უნიკალური სტადიონის მშენებლობა, რომელიც საკონცერტო შესაძლებლობებსაც მოიცავს.
„ჩვენ ძალიან დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვავითარებთ პრემიერთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და მასთან შეთანხმებით: ვაშენებთ ქრისტიანობის კულტურის ცენტრს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად... თანამედროვე ხელოვნების ცენტრს.
ძალიან ბევრი რეაბილიტაცია მიმდინარეობს როგორც ძეგლის, ისევე ახალი შენობების დაპროექტება. იცით, რომ სპორტის კუთხით მულტიფუნქციურები ყველგან შენდება იმისთვის, რომ სპორტი, ჯანსაღი ცხოვრება... კულტურაც არის ამის განუყოფელი ნაწილი, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის სახეა კულტურა. საკონცერტო დარბაზებს, ფილარმონიიდან დაწყებული ყველა დარბაზის რეაბილიტაცია - უკვე ფილარმონია დავიწყეთ. სტადიონი შენდება, რომელიც იცით რომ თბილისში უნიკალურ სტადიონის მშენებლობაზეა ლაპარაკი, რომელიც ასევე საკონცერტო ინფრასტრუქტურით იქნება გაჯერებული იმისთვის, რომ დიდ პროექტებს აკეთებს Starring Georgia და ძალიან სერიოზული კომპანიაა, რომელიც ასევე ჩვენს არეალში შემოდის და ამიკო ჯანელიძე და მისი გუნდი უნიკალურ პროექტებს ახორციელებენ ყოველწლიურად.
გასულ წელს ჯასტინ ტიმბერლეიკი იყო და ახლა მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონში ვართ, მაინც ვცდილობთ, რომ წლევანდელი წელიც იქნებ საინტერესო იყოს.
მოკლედ კულტურაც არის ბიზნესის და ეკონომიკის წინსვლის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა, ის არის სახე, რომელიც საიმიჯო საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის და მნიშვნელოვანია როგორი იქნება ქვეყანა შეფუთული, დაბრენდილი და როგორ იქნება წარმოდგენილი მსოფლიოსთვის, რომ ამ ქვეყნის მიმართ ინტერესი იყოს მუდმივი“, - აცხადებს კულტურის მინისტრი.
სხვა სიახლეები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
07.04.2026.08:30
7 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც მზეა. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი.
უნალექო დღე იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +17, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც დღე მშრალია, +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში უნალექო ამინდია, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში წვიმს. დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +0 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც იქნება მცირე ნალექი წვიმის სახით, +16 იქნება დღისით, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც იწვიმებს. დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმს, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით, დღის განმავლობაში 3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით 7 ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღე იქნება თელავში, 16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 8 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმა იქნება გურჯაანში. დღისით +17 გრადუსი, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც იწვიმებს, დღისით 16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 7 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმს რუსთავში, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.