კოორდინირებული მმართველობის რეიტინგში საქართველო ევროპის მასშტაბით მე-13, ხოლო მსოფლიოში 24-ე ადგილზე გავიდა, რაც იმ გადაწყვეტილებების შედეგია, რომელიც მიღებულ იქნა ინსტიტუციური გაძლიერების ნაწილში - ლევან ჟორჟოლიანი
კოორდინირებული მმართველობის რეიტინგში საქართველო ევროპის მასშტაბით მე-13, ხოლო მსოფლიოში 24-ე ადგილზე გავიდა, რაც იმ გადაწყვეტილებების შედეგია, რომელიც მიღებული იქნება ინსტიტუციური გაძლიერების ნაწილში, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, კოორდინირებული მმართველობის რეიტინგი, რომელიც ჩენდლერის ინსტიტუტმა კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში გამოაქვეყნა, ეფექტურ მთავრობათაშორის კოორდინაციას უკავშირდება.
„ მთავრობის ადმინისტრაცია პირდაპირ არის დაკავშირებული მთავრობათაშორისი უწყებებისა და სამთავრობო ორგანოების კოორდინაციასთან, ასევე სამთავრობო გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმის ეფექტიან კონტროლთან, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ იმ გადაწყვეტილებების ფონზე, რომელიც მიღებული იქნა ინსტიტუციური გაძლიერების ნაწილში, მათ შორის რომელშიც ხვდება მთავრობის ადმინისტრაცია, როგორც პირველადი უწყება კოორდინირების მიზნებისთვის, ასეთ შედეგზე გავიდა საქართველო", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმი, კომპეტენცია და სამაგალითო ქცევა საგანგებო სიტუაციებში გლობალურ პატივისცემას იმსახურებს - მარიამ ქვრივიშვილი
25.11.2025.16:01
ლონდონში, გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს საზღვაო სექტორში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა, ქართველი მეზღვაურების შრომითი პირობების გაუმჯობესებისკენ მიმართული პოლიტიკა და ამ კუთხით მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობა იყო.
„საქართველოს მეზღვაურები, რომელთა რაოდენობა დღეს 20 000-ს აღემატება, ჩვენი ქვეყნის ნამდვილი ელჩები არიან მსოფლიო ოკეანეებში. მათი პროფესიონალიზმი, კომპეტენცია და სამაგალითო ქცევა საგანგებო სიტუაციებში გლობალურ პატივისცემას იმსახურებს" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარებულია 74 საზღვაო ადმინისტრაციის, მათ შორის ევროკავშირის 22 წევრი ქვეყნის მიერ.
„საქართველო აქტიურად განაგრძობს მეზღვაურთა კეთილდღეობის, წვრთნისა და შრომითი პირობების მხარდაჭერას უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა