მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7072.8
0.011
flag
AZN 1.6023
-0.0002
flag
CNY 37.984
-0.0003
flag
EUR 3.1619
0.002
flag
GBP 3.7063
-0.0016
flag
KZT 52.53
-0.0004
flag
TRY 0.0685
-0.0002
flag
USD 2.7248
-0.0004

კონკურსის „მწვანე ჯილდო 2025” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

news image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა 2025 წლის კონკურსისმწვანე ჯილდოგამარჯვებულები გამოავლინა

ნომინაციაშიმწვანე ჯილდო - სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლებაგამარჯვება მოიპოვა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საბავშვო ბაღის აღმზრდელმა გულნარა ბუაძემ, ხოლომწვანე ჯილდო - გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაშიყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელს შორენა ყარალაშვილს გადაეცა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გამარჯვებულებს დამსახურებული წარმატება მიულოცა. მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს, მინისტრმა ყურადღება გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბებაში პედაგოგების როლზე გაამახვილა

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღევანდელ დღეს და ამ ჯილდოს. სამოქალაქო პასუხისმგებლობა ადრეული ასაკიდან ყალიბდება; ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თითოეული მასწავლებლის როლი - დაწყებული საბავშვო ბაღიდან, დასრულებული სკოლის პერიოდით. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მასწავლებელს, ვისაც წვლილი შეაქვს ახალგაზრდების ღირებულებების ჩამოყალიბებასა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში. მინდა ვისურვო, კიდევ უფრო მეტი პედაგოგი ჩაერთოს ამ პროცესში, რადგან სწორედ ისინი აყალიბებენ ჩვენი ქვეყნის ჯანსაღ მომავალს”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, რომელმაც  საკუთარ გამოსვლაში სკოლებში გარემოსდაცვითი განათლების დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გარემოსდაცვითი განათლება და ცნობიერების ამაღლება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „მწვანე ჯილდომნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენს, რომლის მხარდამჭერიც განათლების სამინისტრო ყოველთვის იქნება. ჩვენი მიზანია, საქართველოში აღიზარდოს ახალი თაობა, რომელიც ჯანმრთელი ღირებულებების მატარებელია. სკოლებში გარემოსდაცვითი განათლების ინტეგრაცია და გარემოს დაცვის საკითხებზე ყურადღების გამახვილება სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

მწვანე ჯილდოერთგვარი წამახალისებელი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი განათლების გაძლიერებას და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას. მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ მასწავლებლებს, როგორც სკოლამდელი აღზრდის, ასევე სკოლის ეტაპზე, რათა მომავალი თაობა უკეთ მოემზადოს იმ გლობალური და ადგილობრივი გარემოსდაცვითი გამოწვევებისთვის, რომლებსაც დღეს ვაწყდებით“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

კონკურსში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 200-მდე პედაგოგმა და აღმზრდელმა მიიღო. გამარჯვებულები სპეციალურად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ გამოავლინა, რომელიც შედგებოდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის, არასამთავრობო ორგანიზაციების „CENN” დაეკოხედვაწარმომადგენლებისგან. ჟიურიმ თითოეულ კატეგორიაში 10 კონკურსანტი გამოარჩია, რომლებსაც ფულადი ჯილდოები, ასევე პარტნიორი კომპანიებისგან საჩუქრები გადაეცათ. გამარჯვებულები 1000 ლარიანი ვაუჩერებით და სპეციალური პრიზებით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა  დააჯილდოვა.

კონკურსიმწვანე ჯილდო”, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, 2018 წლიდან ტარდება. თავდაპირველად კონკურსი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მასწავლებლების წახალისებასა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას ემსახურებოდა. 2022 წლიდან კი, მას დაემატა სასკოლო კომპონენტი, რომელიც მიზნად ისახავს სკოლაში გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ინტეგრაციას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და კახა კაკაბაძე, ასევე სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რამდენი კურსდამთავრებული ჰყავთ ყოველწლიურად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს

25.06.2025.15:00

2024 წელს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა სულ 29 571 ადამიანმა დაასრულა. ეს მაჩვენებლები კი 12.4%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებლებზე. 2023 წელს სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა სულ 26 312 ადამიანმა დაასრულა. 

კურსდამთავრებულებიდან 60.2 პროცენტი არის ქალი, ხოლო 39.8 პროცენტი - კაცი.


2024 წლის სტატისტიკით, 2024 წელს უმაღლესი კურსდამთავრებულების სტატისტიკაში 56,1%-ი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებზე მოდის.

2024 წელს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ 16 603 შეადგინა, ხოლო კერძო უმაღლესმა  სასწავლებელმა - 12 968.

გასულ წელს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატი, საუბარია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უმაღლეს სასწავლებლებზე  17 962 სტუდენტმა დაასრულა, ხოლო მაგისტრატურა, დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) პროგრამა, რეზიდენტურა კი 9 748 სტუდენტმა. რაც შეეხება პროფესიულ პროგრამას მას 2024 წელს 1 861 კურსდამთავრებული ჰყავდა.

საგულისხმოა, რომ ბოლო წლებში უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა რაოდენობა მზარდია. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა