მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) შპს „აიფონ ჯორჯიას“ (ტექნოლაბი) შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა

news image

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA)  შპსაიფონ ჯორჯიას“ (ტექნოლაბი) შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა.

 

კერძოდ, GCCA-ის მიერ შესწავლილი მასალების მიხედვით დადგინდა, რომ:

 

1. მოვაჭრე ყიდის პროდუქციას, რომელიც ვიზუალურად და შეფუთვით Apple Inc.-ის ორიგინალურ პროდუქციას ჰგავს, თუმცა არ არის Apple-ის ნაწარმი, რაც მომხმარებლებს ნივთის შეძენისას არ განემარტება. აღნიშნული ქმედება მაღალი ალბათობით ქმნის მომხმარებელთა ჯგუფის შეცდომაში შეყვანის საფრთხეს, რადგან მომხმარებელი ვერ იღებს სწორ ინფორმაციას პროდუქტის წარმომავლობის შესახებ.

 

2. ასევე, საგარანტიო დოკუმენტაციაში, საქონლის ბრენდისა და დასახელების გრაფაში ფიქსირდება სიტყვა "Apple", თუმცა მოვაჭრის განმარტებით, ის კომპანია Apple Inc.-ის მიერ წარმოებული ორიგინალი პროდუქციით არ ვაჭრობს

 

კანონმდებლობის შესაბამისად, ზემოაღნიშნული კომერციული საქმიანობა წარმოადგენს კანონით აკრძალულ ქმედებას. მოვაჭრის შესაბამისი ქცევა შესაძლოა იწვევდეს ან სამომავლოდ გამოიწვიოს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, მოტყუებამნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქონლის მომსახურების შეძენამდე, ინფორმირებული არჩევანის ფარგლებში, მომხმარებლის უფლებაა - შესყიდვის შესახებ მიიღოს სრული, უტყუარი და ამომწურავი ინფორმაცია - სახელმწიფო ენაზე მკაფიოდ და გასაგებად. აღნიშნული უფლების დარღვევა ეწინააღმდეგება სამართლიანი და გამჭვირვალე სავაჭრო პრაქტიკის პრინციპებს.

 

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში,   მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და  თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამის მუხლებს შეუსაბამოს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ჯივიპიმ 2025 წლის პირველი ნახევრის საქმიანობის შედეგები შეაჯამა

23.06.2025.16:36

23 ივნისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 2025 წლის პირველი ნახევრის საქმიანობის შედეგები წარადგინა. მიმდინარე წელს კომპანია აქტიურად აგრძელებს  წყალმომარაგების სისტემის განახლება-განვითარებას როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებით და  თბილისის, ქალაქ რუსთავისა და ქალაქ მცხეთის წყალმომარაგებას ეტაპობრივად აუმჯობესებს.

მომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად 2025 წელს კომპანია  უპრეცედენტოდ დიდ - 126 მილიონი ლარის  ინვესტიციას განახორციელებს

ინვესტირება განხორციელდება წყლისა და წყალარინების ამორტიზებული ქსელების რეაბილიტირების, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების, ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლებებისა და ენერგეტიკის მიმართულებებით.

წყალმომარაგების დარგში არსებული გამოწვევები, როგორიცაა სისტემის სტაბილურობა და ქსელების მდგომარეობა, არაერთი მიმართულებით მასშტაბურ ინვესტიციას საჭიროებს, შესაბამისად, ჯივიპი ახორციელებს პროექტებს, რომლებიც მომხმარებლებისთვის წყალმომარაგების სერვისის ეტაპობრივ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

ჯივიპის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქსელების განახლებაასწორედ ამ მიმართულებით  2025 წელს  ჯამში 63 მილიონი ლარი დაიხარჯება და 66 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდება. თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში  წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე  უკვე დასრულდა 15 სარეაბილიტაციო პროექტი და განახლდა 11,5 კმ სიგრძის ქსელი, მათ შორის, თბილისში  - ვასაძის, ჩოლოყაშვილი-წერეთლის, ლიახვის, აწყურის, კაპანაძეების ქუჩები, რუსთავში - ხრამის მაგისტრალური წყალსადენის I ეტაპი.

2025 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს ცხელი წერტილების იდენტიფიცირება-რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც  ქსელზე არსებული დაზიანებული მონაკვეთების განახლებას ემსახურება. პროექტის ფარგლებში უკვე დაიდენტიფიცირდა წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის ყველაზე ხშირად დაზიანებადი 100-მდე მონაკვეთი და დაიგეგმა მათი ოპერატიული განახლება. აღნიშნული მიმართულებით წლის განმავლობაში 1.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

კომპანიაში მიმდინარე პროექტებს შორის აღსანიშნავია წყალმომარაგების ქსელში წყლის წნევების რეგულირების მიმართულება, რომელიც წყლის რესურსების ოპტიმალურ მართვასა და დანაკარგების შემცირებას ემსახურება. პროექტი მნიშვნელოვნად ამცირებს  ქსელების ავარიულად დაზიანების რისკს. განხორციელებული სამუშაოების შედეგად ავლაბრის, ნავთლუღის, სოფელ დიღმისა და ვარკეთილი ზემო პლატოს არეალებში ავარიული დაზიანებების რიცხვი 50%-ით, ხოლო წყლის დანაკარგები 41%-ით შემცირდა.

ქსელის ავარიული დაზიანებებისა და წყალმომარაგების შეზღუდვის არეალების შესამცირებლად მნიშვნელოვან სამუშაოებს ატარებს ჯივიპის მოდერნიზებული საოპერაციო ცენტრები. სამუშაოების ფარგლებში წყალმომარაგების ქსელზე დამონტაჟდა 444 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 30 აკუსტიკური ლოგერი, ამასთანავე ქსელის ავარიული აღდგენის ფარგლებში კაპიტალურად განახლდა 13 კილომეტრამდე სიგრძის ქსელი.

მოძველებული ქსელების განახლების პარალელურადჯივიპი აქტიურად მუშაობს წყალმომარაგების სისტემის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მოდერნიზებაზე. პარალელურად წარმატებით მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემების გაციფრულება და ავტომატიზაცია.

განხორციელებული ინვესტიციებისა და სტრატეგიული პროექტების შედეგად, კომპანიამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია საპილოტე არეალებში, კერძოდ, ქალაქ რუსთავში, თბილისის ზედა ზონებსა და ისანი-სამგორის რაიონში, სადაც მნიშვნელოვნად შემცირდა წყალმომარაგების შეზღუდვის დრო და არეალები, ქსელის ავარიული დაზიანებების რაოდენობა და წყლის დანაკარგები

გარდა უშუალოდ წყალმომარაგების მომსახურებისა, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთან კომუნიკაცია და მათთვის თანამედროვე სერვისის შეთავაზება. სწორედ ამ მიზნით დაინერგა განახლებული ვებ-გვერდი, რომელიც ჯივიპის აბონენტებს მისცემს შესაძლებლობას უმოკლეს დროში მიიღონ ინფორმაცია და გამარტივებულად, დისტანციურ რეჟიმში ისარგებლონ კომპანიის სერვისებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა