კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დედამიწის დღის აქცია მდინარე ჭოროხის დელტაზე
22 აპრილს, დედამიწის დღეს, ბათუმში, მდინარე ჭოროხის დელტაზე მასშტაბური დასუფთავების აქცია კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა“ და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს ორგანიზებით გაიმართება.
დასუფთავების აქციის მიზანია მდინარე ჭოროხის დელტას გაწმენდა პლასტიკისა და სხვა ფრაქციის ნარჩენებისგან. ნარჩენების დახარისხდება ადგილზე მოხდება, მათ შორის პლასტიკის ნარჩენი ცალკე გამოიყოფა. შეგროვებული პლასტიკი რეციკლირებისთვის გადამამუშავებელ ქარხანას მიეწოდება. დანარჩენი ნარჩენი კი ბათუმის დასუფთავების სამსახურის მიერ ნაგავსაყრელზე იქნება ტრასნპორსტირებული.

დასუფთავების აქციაში კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ 76 ადგილობრივი თანამშრომელი, 150 სტუდენტი ბათუმის უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიიდან, ასევე ბათუმის მერიისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი ლანდშაფტის გადასარჩენად, მსგავსი აქცია კერძო სექტორს, ადგილობრივ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ასეთი ღონისძიებები მდინარის ეკოსისტემის დაცვას, ნარჩენების ეფექტურ შეგროვებასა და ბუნებაში პლასტიკის მოხვედრის შემცირებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ამით საზოგადოების ცნობიერება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მიმართ იზრდება და ქვეყანაში გრძელვადიანი ეკოლოგიური კულტურა ძლიერდება.
კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ გარემოს დაცვის ხედვა და სამომავლო გეგმები
კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ გრძელვადიანი პროექტის დანერგვას გეგმავს, რომელიც ამ პროცესში პლასტიკის ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებასა და მათ გადამუშავებას გულისხმობს. კომპანიის სტრატეგია სისტემურ მიდგომას ეფუძნება, რომელიც სახელმწიფოს, მწარმოებელსა და საზოგადოებას აერთიანებს; იმისათვის რომ ნარჩენების მართვა ეფექტური, მდგრადი, ეკონომიკურად სასარგებლო და მომგებიანი გახდეს.

პროგრამის მთავარი მიმართულება პლასტიკის ნარჩენების გადამუშავება და მათი ღირებულ პროდუქტად გადაქცევა იქნება. სეპარირებულად შეგროვილი პლასტიკის ნარჩენების გადამუშავება ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ახალი ტექნოლოგიების განვითარებას უწყობს ხელს, რაც თავის მხრივ როგორც გარემოსა და ბუნების დაბინძურებას შეამცირებს, ისე ცირკულარულ ეკონომიკას განავითარებს.

მსგავსი მიდგომით ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკა მნიშვნელოვნად განვითარდება, ხოლო მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) ფარგლებში პროგრამა პროცესების სისტემურ მართვას და მდგრადი შედეგების მიღებას უზრუნველყოფს.
სხვა სიახლეები
თბილისის 180-ე საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა
22.04.2026.14:01
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თბილისის 180-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ქცევის წახალისება იყო.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ გარემოს დაცვის მნიშვნელობას, კლიმატის ცვლილების ძირითად გამოწვევებსა და იმ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც თითოეულ ადამიანს შეუძლია გადადგას ბუნების დაცვისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ყოველდღიური ეკო-ჩვევების მნიშვნელობას, როგორიცაა რესურსების დაზოგვა, ნარჩენების შემცირება და გადამუშავება. ასევე, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია დედამიწის დღის არსისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.
ინტერაქტიული ფორმატის შეხვედრამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში, დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები გარემოსდაცვით საკითხებზე.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მომავალ თაობაში გარემოზე ზრუნვის კულტურის გაძლიერებას და მათი ჩართულობის გაზრდას ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში.
დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება და მსოფლიოში გარემოს დაცვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო თარიღად მიიჩნევა. მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიურ საკითხებზე და ადამიანების მოტივირება, უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდონ ბუნებასა და გარემოს. წლევანდელი სლოგანია - „ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა“, რაც გარემოს დაცვის პროცესში თითოეული ადამიანის როლისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.