მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7146.9
-0.0056
flag
AZN 1.5879
-0.0013
flag
CNY 39.263
0.0161
flag
EUR 3.1318
0.0351
flag
GBP 3.5948
0.0291
flag
KZT 56.77
0.0004
flag
TRY 0.0607
0
flag
USD 2.6994
-0.0021

კომისიის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება - გოგა გულორდავა

news image

კომუნიკაციების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ პირველი სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და სატელეკომუნიკაციო სფეროს, მაუწყებლობისა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კომისიის თავმჯდომარემ გამოცხადებული ნდობისთვის კომისიის წევრებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ComCom-ის ეფექტიან საქმიანობას ციფრულ ეპოქაში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა და როლი აქვს.

„პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კოლეგებს და თითოეულ თქვენთაგანს გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემთვის ეს პატივთან ერთად არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, გამოწვევა, და მოტივაცია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ წინაშე არსებულ ყველა ამოცანას და გამოწვევას, ღირსეულად დავძლევთ და ერთობლივად ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ. ამასთან აუცილებლად მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, ბატონ კახას, გაწეული მრავალწლიანი შრომისათვის და წარმატებები ვუსურვო მომავალ საქმიანობაში. ციფრულ ეპოქაში, როცა ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, კომისიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ბიზნესს, ბაზრის გახსნას, კონკურენციის განვითარებას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. ყველა პროექტი და გადაწყვეტილება, რომელიც კომისიის მიერ იქნება მიღებული, უპირველეს ყოვლისა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს და საჭიროებებს მოემსახურება.“ - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას, გოგა გულორდავამ მაუწყებლობის სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, კომისია კანონის შესაბამისად იმოქმედებს და მედია სფეროს მიკერძოებული და ყალბი ინფორმაციისგან გაათავისუფლებს.

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ქვეყანაში გატარებული პოლიტიკის შედეგად, და, რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკის გატარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული კომუნიკაციების კომისიას, გვაქვს მედიაპლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება, ამაზე მეტყველებს ის, რომ დღევანდელი მოცემულობით არსებობს 108 მაუწყებელი, აქედან 20 ეროვნული მაუწყებელი. ციფრებს თუ შევადარებთ, 2012 წლამდე ქვეყანაში არსებობდა მხოლოდ 4 ეროვნული მაუწყებელი. თუმცა, ამ მრავალფეროვნებამ, თავის მხრივ, სხვა გამოწვევები შექმნა: რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, მედიასივრცე გაჯერებულია ყალბი ინფორმაციით, დეზინფორმაციით, ხშირად ვხვდებით მიკერძოებას, სამართლიანობის პრინციპების დარღვევას და ესეც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ მწვავე გამოწვევად რჩება ჩვენთვის, როგორც რეგულატორისთვის. ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია, ამას კომისია ურყევად დაიცავს, თუმცა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაყურებლის საუკეთესო ინტერესები იყოს დაცული და მედიასივრცე მაქსიმალურად იყოს დაცლილი ყალბი ინფორმაციისგან.“ - აღნიშნა გოგა გულორდავამ.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, სიტყვით გამოსვლის დასასრულს, ComCom-ის რეგულირების ქვეშ არსებულ მესამე მიმართულებაზე - მედიაწიგნიერების განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ კუთხით კომისია უკვე 8 წელია მუშაობს და კვლავ აქტიურად გააგრძელებს სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული პროექტების განხორციელებას.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის დეკემბერში გოგა გულორდავა საქართველოს პარლამენტმა ComCom-ის წევრად 77 ხმით, ერთხმად დაამტკიცა. 2026 წლის 29 იანვარს კი კომუნიკაციების კომისიის წევრებმა გოგა გულორდავა კომისიის თავმჯდომარედ 3 წლის ვადით, ერთხმად აირჩიეს და იმავე დღეს ჩატარებულ სხდომაზე არჩევნების შედეგები დაამტკიცეს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა

01.04.2026.15:14

ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქალაქ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების შემცირების მნიშვნელობის გაცნობიერება და მდგრადი მოხმარების პრინციპების პოპულარიზაცია იყო.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია კლიმატის ცვლილების გამომწვევ მიზეზებსა და მის გავლენებზე, ატმოსფერული ჰაერის დაცვის აუცილებლობაზე, ასევე პლასტმასის ნარჩენების უარყოფით ზემოქმედებაზე გარემოსა და ეკოსისტემებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნარჩენების შემცირების პრაქტიკულ გზებს, მათ შორის, ნარჩენების სეპარირებას, ხელახალ გამოყენებასა და გადამუშავების მნიშვნელობას.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რამაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში, დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი ხედვები გარემოს დაცვის საკითხებზე.

ღონისძიებას საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი დაესწრნენ.

მსგავსი სახის ღონისძიებები მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის თანამედროვე კულტურის დანერგვას და მომავალ თაობაში ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ქცევის წახალისებას, რაც ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა