კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში მომხმარებელთა მხრიდან დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა შემცირებულია
2025 წლის მაისის მონაცემებით, კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 2 323 ერთეული შეადგინა, რაც აპრილის მაჩვენებლებთან შედარებით 3%-იანი ზრდაა, ხოლო 2024 წლის მაისის მაჩვენებლებთან 9%-იანი შემცირება. სებ-ის ინფორმაციით, 2025 წლის აპრილში კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა მხრიდან 2 261 პრეტენზია დაფიქსირდა, ხოლო 2024 წლის თებერვალში 2 511 პრეტენზია.
მაისში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან ყველაზე მეტი, საუბარია 66%-ზე მიმდინარე ანგარიშთან/სადებეტო ბარათთან დაკავშირებული პრეტენზიები იყო. ასევე, მხოლოდ მაისში სამომხმარებლო სესხთან დაკავშირებით კომერციულ ბანკები 232 პრეტენზია დაფიქსირდა.
პროდუქტის მიხედვით:
რაც შეეხება პრეტენზიის ხასიათის მიხედვით სტატისტიკას, ის ასე გამოიყურება:
სხვა სიახლეები
14.07.2025.17:45
„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორი 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ძალიან დინამიურად ვითარდება. რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა როგორც მგზავრთა გადაყვანის, ასევე სიხშირეების, ტვირთბრუნვის და საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მიმართულებით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
ავიაციის სტატისტიკის კომენტირებისას, მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მგზავრთნაკადზე - საქართველოს აეროპორტები, საანგარიშო პერიოდში, 3,6 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურნენ, რაც 14 პროცენტიანი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ირაკლი ნადარეიშვილი ასევე შეეხო სიხშირეების ზრდის მაჩვენებელს, რომელიც ასევე რეკორდული სიდიდით, 14 პროცენტით გაიზარდა და დაახლოებით 17,000 ფრენა შეადგინა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში, რაც მისასალმებელია მიმდინარე ტურისტული სეზონის ჭრილში.
ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა კარგო - გადაზიდვებზე. მისი თქმით, 2025 წლის 6 თვეში ტვირთბრუნვამ საქართველოს აეროპორტებში დაახლოებით 16,000 ტონა შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 50-პროცენტიანი მატებაა. მისი თქმით, ასევე 7 პროცენტით გაიზარდა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი.
„ყველა ეს მონაცემი დადებითად აისახება ტურიზმის დინამიკაზე და შედეგია იმ ეკონომიკური პოლიტიკისა, მათ შორის, ავიაციის მიმართულებით, ასევე იმ ძალისხმევის, რომელსაც საქართველოს მთავრობა ამ წლების განმავლობაში ახორციელებს, რათა გაიზარდოს საქართველოს დაკავშირებადობა სხვა ქვეყნებთან, ჩვენი ქვეყნის აეროპორტებიდან კი უფრო მეტი ფრენა შესრულდეს მსოფლიოს გლობალური დედაქალაქების მიმართულებით," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.