კოლხეთის ეროვნული პარკი World Travel Awards - ის გამარჯვებულია
მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს დაჯილდოებაზე კოლხეთის ეროვნული პარკი „საქართველოს წამყვანი ეროვნული პარკი 2025" ტიტულის მფლობელი გახდა.
კოლხეთის ეროვნული პარკი ერთ-ერთი პირველი დაცული ტერიტორიაა საქართველოში, რომელსაც UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.
კოლხეთის ეროვნულ პარკში მოგზაურობა ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, აღმოაჩინონ გასაოცარი ლანდშაფტები; კატერით ან პონტონით პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორზე გასეირნების დროს დატკბნენ ულამაზესი ხედებით. ეროვნული პარკი საუკეთესო ადგილია ფრინველებზე დაკვირვების კუთხითაც, რადგან აქ ფრინველთა უამრავი სახეობა იყრის თავს.
ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
თბილისში რთველისის პირველი ბრენდ მაღაზია და ბარი გაიხსნა - ბაზისბანკი რთველისის ბიზნეს პარტნიორია
სხვა სიახლეები
კოლხეთის ეროვნული პარკი World Travel Awards - ის გამარჯვებულია
29.10.2025.10:46