მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.1
0.0019
flag
AZN 1.594
-0.0002
flag
CNY 38.037
0.0025
flag
EUR 3.1508
0.0097
flag
GBP 3.6205
0.0055
flag
KZT 50.26
-0.0018
flag
TRY 0.0648
-0.0001
flag
USD 2.7108
-0.0003

ყირგიზეთი საქართველოს სივრცით და ურბანულ გამოცდილებას ეცნობა

news image

ყირგიზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობა საქართველოს სივრცითი და ურბანული მიმართულებით არსებულ გამოცდილებას ეცნობა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეები ერთმანეთს სივრცითი და ურბანული განვითარების მიმართულებით არსებულ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ეროვნული გეოსივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე. საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში შემდგარ შეხვედრებზე სხვადასხვა მიმართულება განიხილეს. მათ შორის შეეხნენ სივრცითი და ურბანული განვითარების ელექტრონული პლატფორმების, ინფრასტრუქტურისა და კომუნალური მომსახურების პროვაიდერების მიერ ელექტრონული პლატფორმების გამოყენების პრაქტიკას. ასევე, BIM ტექნოლოგიების დანერგვას, რაც თანამედროვე ქალაქთმშენებლობისა და პროექტირების პროცესების ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.

დელეგაცია საქართველოში, ყირგიზეთის რესპუბლიკის მშენებლობის, არქიტექტურის, საცხოვრისის და კომუნალური მომსახურების მინისტრის მოადგილის, ბაქთიარ სტანბეკოვის ხელმძღვანელობით იმყოფება. ურბანული, ციფრული ტრანსფორმაციისა და გეოსაინფორმაციო სამსახურების წარმომადგენლობებისგან შემდგარი დელეგაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს, ნინო ენუქიძეს, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსს, ზურაბ წიკლაურს და მის მოადგილეს, თინათინ ყოლბაიას შეხვდნენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image Skytrax-ის პრეზიდენტის ვიზიტი – თბილისის აეროპორტში სერვისის ხარისხის მორიგი საერთაშორისო აუდიტი ჩატარდა

15.10.2025.17:36

საავიაციო სფეროში ყველაზე გავლენიანი და პრესტიჟული საკონსულტაციო კომპანია Skytrax-ის პრეზიდენტი ედუარდ პლაისტედი, აეროპორტის ყოველწლიური სერვისების და ხარისხის შეფასების მიზნით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს უკვე მეოთხედ ეწვია. ის პირადად გაეცნო გასული ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს და ტავ ჯორჯიას მენეჯმენტისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა დაგეგმილი და ჩატარებული სამუშაოების შესახებ.

13-14 ოქტომბერს, Skytrax-ის მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარებული შემოწმების ფარგლებში შეფასდა მომსახურების ხარისხი, ინფრასტრუქტურა, მგზავრთა გამოცდილება და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები, რაც წარმოადგენს ამ ორგანიზაციის მიერ დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების ნაწილს.

Skytrax-ი დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ავიაციის სფეროში მომსახურების ხარისხს აფასებს. ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული აუდიტი წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ შეფასებას.

უკვე წლებია, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები, რომლებსაც ტავ ჯორჯია მართავს, Skytrax-ის რეიტინგში, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულში ხვდებიან, რაც აეროპორტის ხარისხის და სერვისის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან ზრდას ასახავს და ხაზს უსვამს აეროპორტის განვითარებისთვის განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. 

 

                    

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა