კინო კულტურის ერთ-ერთი ისეთი ინდუსტრიაა, რომელიც მაღალი შემოსავლიანობითა და ეკონომიკური მაჩვენებლებით გამოირჩევა - თინათინ რუხაძე
კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის განცხადებით, საქართველო პირველ ცხრა ევროპულ ქვეყანას შორისაა, რომელმაც საერთაშორისო კონვენციას მოაწერა ხელი, რაც ქვეყნის კინო და ტელესერიალების ინდუსტრიის განვითარებას ახალ შესაძლებლობებს უხსნის. მისი თქმით, კულტურა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ხოლო სერიალების ინდუსტრიაში ინტეგრაცია საქართველოს საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებასა და კულტურულ-ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
„ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ბიზნესის განუყოფელი ნაწილია და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესებში აუცილებლად კულტურაც მონაწილეობს. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვართ ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი და სულ ვამბობთ, რომ შუა დერეფნის პრინციპზე ვსაუბრობთ - გზაჯვარედინი ვართ კულტურათა და ერთის მხრივ ვართ უნიკალური კულტურის წარმომადგენელი და მეორეს მხრივ ეს არის სწორედ ის სავიზიტო ბარათი, რომელიც ჩვენი ქვეყნის კულტურულ-ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენაში ძალიან დიდ როლს ასრულებს, იმიტომ რომ ჩვენი იდენტობის გატანის კუთხით ეს არის მთავარი, რითაც წარმოჩნდება ქვეყანა მთელი მსოფლიოს წინაშე.
ახლა რაც შეეხება კონვენციაზე ხელის მოწერას, პირველ ცხრა ევროპულ ქვეყანას შორის ვიყავით, საფრანგეთთან, იტალიასთან, პორტუგალიასთან, საბერძნეთთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად - ასევე მონტენეგრო იყო წარმოდგენილი. იყო საზეიმო ცერემონია, ვიმყოფებოდით ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობასთან ერთად, მათ შორის იყო „ევრიმაჟის“ ხელმძღვანელი, რომელთანაც კინოწარმოების კუთხით დიდი ხანია ამ კონვენციაზე საქართველო მიერთებულია და კინოპროდუქციის წარმოჩენისთვის ძალიან კარგი თემაა“, - აღნიშნა გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში საუბრისას თინათინ რუხაძემ.
მინისტრის განცხადებით, საქართველო ტელესერიალებისა და კინოსერიალების მიმართულებით საერთაშორისო კონვენციას შეუერთდა, რაც ადგილობრივი კინოინდუსტრიისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად.
ვიცით, რომ სერიალები თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა და შემოსავლების მნიშვნელოვანი წილი სწორედ ამ სფეროზე მოდის.
ვიმყოფებოდით ლილში, ე.წ. ტელებაზრობაზე, სადაც წარმოდგენილი იყო მრავალი ქვეყანა - დაწყებული თურქეთიდან, დამთავრებული პორტუგალიით. საერთო ჯამში, 50-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა.
ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ტელე და კინო პროდიუსერებისთვის და ტელემაუწყებლებისთვის ეს სერიოზული შანსი იქნება, იმდენად რამდენადაც არა მხოლოდ კულტურის წარმოჩენის მიზნით, არამედ კულტურის როგორც კინოინდუსტრიის განვითარების კუთხით იქნება უმნიშვნელოვანესი. როგორი ტურბულენტურიც არ უნდა იყოს სამყარო, კინო ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი დარგია. პანდემიის დროს ტელესერიალებმა მეტი დატვირთვა შეიძინა.
ისტორიულად ასეა. 100 წლის ისტორია გვაქვს კინოში - ერთ-ერთი უძველესი თუ არა პირველი ნამდვილად. აკაკის მოგზაურობით რომ დავიწყოთ, ერთ-ერთი პირველი კინო ქვეყანა ვართ. ამიტომ ამბიცია იმის, რომ ტელესერიალები და კინოსერიალები ჩვენშიც უნდა იყოს განვითარებული და ეს არის ნამდვილად ინდუსტრია, თქვენ კარგად იცით, რომ ეკონომიკის სამინისტროს „აწარმოე საქართველოში“ აქვს გადაიღე საქართველოში პროგრამა და ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობენ.
მიხარია, რომ კინოინდუსტრიის, კინომწარმოებელთა ასოციაციაც შეიქმნა და რამდენიმე თქვენთვის, ჩვენთვის, ყველასთვის ცნობილი მწარმოებლები გაერთიანდნენ და ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით, რომ კინო აქტიურად განვითარდეს. ეს არის რეალურად კოპროდუქციების კეთების და პლატფორმებზე, Netflix-ი და სხვადასხვა პლატფორმები ვიცით ხომ მსოფლიოში, რომელიც ძალიან მოთხოვნადია, რომლებიც საუკეთესო ტელეარხებზე, საუკეთესო პლატფორმებზე წარმოადგენენ და ქვეყნები ვიცით, რომლებიც პრაქტიკულად ამ ინდუსტრიით წარდგება მსოფლიოში.
შესაბამისად, ამ მიმართულებითაც აქტიურად დავიწყებთ მხარდაჭერას. კონვენციაზე ხელმოწერა გულისხმობს იმას, რომ ქვეყანა იქნება მისი მონაწილე და გადაიხდის შესაბამის მოსაკრებელს, როგორც ეს წესითაა განსაზღვრული. შესაბამისად, როგორც კინო-კოპროდუქციების, ისე სერიალების კოპროდუქციების მიმართულებით მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ პროექტებმა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით მიიღონ დაფინანსება, არამედ საერთაშორისო პარტნიორებიც მოიძიონ. ამასთან, ტელეარხებსა და კერძო პროდიუსერებსაც ექნებათ შესაძლებლობა შექმნან საერთაშორისო სტანდარტის პროდუქცია.
კინო ერთ-ერთი ის ინდუსტრიაა, რომელიც კულტურის მხრივ ძალიან შემოსავლიანი და მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლებით გამოირჩევა. ჩვენ ამ მხრივ დიდი ისტორია გაგვაჩნია და დიდი გვაქვს მოლოდინი. იდეების დეფიციტი მსოფლიოში შეიძლება იყოს, ხელოვნური ინტელექტის, ამ AI-ის ეპოქაში შეიძლება იყოს ის, რომ რაღაცა ტიპის კრიზისები არსებობდეს, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ქართულ კინოს ისეთი ისტორია აქვს, რომ კიდევ თავის სიტყვას არაერთხელ იტყვის და პატარა რაღაც გარდამავალი ეტაპები გვაქვს აორლბათ და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ქართული კინოთი ისევე ვიამაყებთ, როგორც წლების წინ“, - განმარტავს კულტურის მინისტრი.
სხვა სიახლეები
ძალიან დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვავითარებთ - კულტურის მინისტრი
06.04.2026.22:04
ჩვენ ძალიან დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვავითარებთ, - აცხადებს კულტურის მინისტრი, რომელიც გადაცემა „იმედის დილაში“ Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. თინათინ რუხაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის კულტურული და სპორტული ობიექტების განვითარება - იგეგმება ქრისტიანული კულტურის ცენტრისა და თანამედროვე ხელოვნების ცენტრის მშენებლობა, ასევე ძეგლების რეაბილიტაცია და ახალი ობიექტების დაპროექტება.
მინისტრის თქმით, უკვე დაწყებულია საკონცერტო ინფრასტრუქტურის, მათ შორის ფილარმონიის რეაბილიტაცია, ხოლო პარალელურად ვითარდება მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები და თბილისში უნიკალური სტადიონის მშენებლობა, რომელიც საკონცერტო შესაძლებლობებსაც მოიცავს.
„ჩვენ ძალიან დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვავითარებთ პრემიერთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და მასთან შეთანხმებით: ვაშენებთ ქრისტიანობის კულტურის ცენტრს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად... თანამედროვე ხელოვნების ცენტრს.
ძალიან ბევრი რეაბილიტაცია მიმდინარეობს როგორც ძეგლის, ისევე ახალი შენობების დაპროექტება. იცით, რომ სპორტის კუთხით მულტიფუნქციურები ყველგან შენდება იმისთვის, რომ სპორტი, ჯანსაღი ცხოვრება... კულტურაც არის ამის განუყოფელი ნაწილი, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის სახეა კულტურა. საკონცერტო დარბაზებს, ფილარმონიიდან დაწყებული ყველა დარბაზის რეაბილიტაცია - უკვე ფილარმონია დავიწყეთ. სტადიონი შენდება, რომელიც იცით რომ თბილისში უნიკალურ სტადიონის მშენებლობაზეა ლაპარაკი, რომელიც ასევე საკონცერტო ინფრასტრუქტურით იქნება გაჯერებული იმისთვის, რომ დიდ პროექტებს აკეთებს Starring Georgia და ძალიან სერიოზული კომპანიაა, რომელიც ასევე ჩვენს არეალში შემოდის და ამიკო ჯანელიძე და მისი გუნდი უნიკალურ პროექტებს ახორციელებენ ყოველწლიურად.
გასულ წელს ჯასტინ ტიმბერლეიკი იყო და ახლა მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონში ვართ, მაინც ვცდილობთ, რომ წლევანდელი წელიც იქნებ საინტერესო იყოს.
მოკლედ კულტურაც არის ბიზნესის და ეკონომიკის წინსვლის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა, ის არის სახე, რომელიც საიმიჯო საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის და მნიშვნელოვანია როგორი იქნება ქვეყანა შეფუთული, დაბრენდილი და როგორ იქნება წარმოდგენილი მსოფლიოსთვის, რომ ამ ქვეყნის მიმართ ინტერესი იყოს მუდმივი“, - აცხადებს კულტურის მინისტრი.