მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7056.6
0.0209
flag
AZN 1.6165
-0.0003
flag
CNY 37.802
-0.0039
flag
EUR 3.1143
-0.0096
flag
GBP 3.6648
-0.0084
flag
KZT 53.42
-0.0016
flag
TRY 0.0715
0.0001
flag
USD 2.7487
-0.0005

ყიფშიძის ქუჩაზე არსებული შარტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

news image

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩაზე არსებული შარტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო არეალი, დაახლოებით, ერთ ჰექტარს მოიცავს.

სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, გარე განათების სისტება, საბავშვო და სპორტული მოედნები, განთავსება საპარკო ავეჯი, ასევე, რეაბილიტირდება ტერიტორიაზე არსებული სპორტული მოედანი.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„ყიფშიძის ქუჩაზე, დაახლოებით, ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მინდა, მადლობა გადავუხადო აქ მცხოვრებ მოსახლეობას, რადგან 12 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა მათი ჩართულობითა და მხარდაჭერით. ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდება და განახლდება - მოეწყობა სასეირნო ბილიკები, განთავსდება საბავშვო ატრაქციონები და დასასვენებელი პავილიონები, ასევე, ცხოველებისთვის დამოუკიდებელი სივრცე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. განახლდება ჟიული შარტავას სახელობის მემორიალიც. გვიხარია, რომ ყიფშიძის ქუჩაზე, შემოდგომაზე კიდევ ერთი განახლებული რეკრეაციული სივრცე გვექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც - მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის  ნერგი და დაითესება ბალახი. აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან ორ მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

კახა კალაძესთან ერთად, სარეაბილიტაციო სამუშაოებს, დედაქალაქის მერის მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი და ანდრია ბასილაია, ასევე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნენ.

 

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ვტოვებ პირადი განცხადების საფუძველზე, უფრო მეტი დრო მინდა დავუთმო ჩემს აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას - გიორგი ხუბუა

01.05.2025.21:05

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ თანამდებობა დატოვა. სიახლის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ვტოვებ პირადი განცხადების საფუძველზე. უფრო მეტი დრო მინდა, დავუთმო ჩემს აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას. მაქვს რამდენიმე სამეცნიერო პროექტი, რომელზე მუშაობაც დაწყებული მქონდა და უფრო ინტენსიურად გავაგრძელებ მათზე მუშაობას.

ჩემთვის უდიდესი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო რექტორის თანამდებობიდან მემსახურა საქვეყნო მნიშვნელობის საქმისთვის, რასაც ახალგაზრდების განვითარებაზე და მათი ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნვა ჰქვია. 

წარმატებებს ვუსურვებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და მის თითოეულ თანამშრომელს მომავალ საქმიანობაში“, - წერს გიორგი ხუბუა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა