მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7053.3
-0.0101
flag
AZN 1.5941
-0.0002
flag
CNY 37.778
-0.0005
flag
EUR 3.1725
0.016
flag
GBP 3.6552
0.0074
flag
KZT 50.76
-0.004
flag
TRY 0.0671
0
flag
USD 2.7106
-0.0007

ხვალ, 23 ივლისს „დინამო არენაზე“ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი გაიმართება

news image

ხვალ, 23 ივლისს „დინამო არენაზე“ ამერიკელი სუპერვარსკვლავის, ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი გაიმართება. „Starring Georgia-ს“ ცნობით, „დინამო არენას“ კარი 17:00-ზე გაიღება და იქ მისულ მსმენელს სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა და წინასაკონცერტო განწყობის შექმნა შეეძლება. სანამ 21:00-ზე სცენაზე მთავარი არტისტი გამოვა, 19:30-დან მაყურებლისთვის DJ ANDREW HYPES დაუკრავს.

„Starring Georgia“ მელომანებს ურჩევს, არენაზე ადრიდანვე მოვიდნენ, თავიანთი ადგილიც დაიკავონ და მთელი საღამოთი სრულყოფილად ისიამოვნონ. გასათვალისწინებელია, რომ ხვალ საკმაოდ მზიანი ამინდი იქნება, რასაც კონცერტზე დასწრების მსურველები მომზადებულნი უნდა შეხვდნენ.

„სახლიდან გამოსვლისას არ დაგავიწყდეს დამცავის წასმა, შეამოწმე ამინდის პროგნოზი და ჩაიცვი კომფორტულად. დეჰიდრატაციის თავიდან ასარიდებლად, მიიღე საჭირო რაოდენობის წყალი; თუ ადრე მოსვლას აპირებ, თან იქონიე ქუდი ან რაიმე, რაც მზისგან დაგიცავს,“ — აღნიშნულია „Starring Georgia-ს“ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე.

იმ რჩევებთან და რეკომენდაციებთან ერთად, რომელთაც „Starring Georgia“ მელომანებს სოციალურ ქსელში აქტიურად უზიარებს, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ახლომახლო ავტომობილის პარკირებას ვერ შეძლებთ და 13:00-დან კონკრეტული ქუჩებიც (გ. ცაბაძის, ს. მეტრეველის, ა. წერეთლის და დ. ყიფიანის) გადაიკეტება; ამიტომაც:

  •  „Starring Georgia-სა“ და „ბოლტის“ პარტნიორობის ფარგლებში, კონცერტზე მომავალი სტუმრები ისარგებლებენ ფასდაკლებით „ბოლტის“ სკუტერებით განხორციელებულ ნებისმიერ მგზავრობაზე იმ შემთხვევაში, თუ სკუტერებს თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის ქუჩის კვეთაზე, ე.წ. „ადამისა და ევას“ შენობასთან დააპარკინგებენ;
  • გახანგრძლივდება და 02:00-მდე გადაიწევს: N381, N315, N320,  N311, N327,  N308, N306, N384 და N386 ავტობუსების სამუშაო დრო.

რაც შეეხება უშუალოდ საკონცერტო ტერიტორიასა და ღონისძიებას, აქ მკაცრად იქნება დაცული უსაფრთხოების ნორმები. ტერიტორიაზე არ იქნება შემნახველი საკნები, რადგან ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. ამიტომაც, მაყურებლებმა მხოლოდ საჭირო ნივთები უნდა წამოიღონ, რათა კარში უხერხული სიტუაცია არ შეიქმნას. ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ „ორბიტის“ ბილეთის მფლობელებმა, რადგან მათ ყველა იმ პატარა ნივთის დატოვებაც მოუწევთ, რომელმაც შესაძლოა, სროლის შემთხვევაში, სცენამდე მიაღწიოს.

აკრძალული ნივთებია: საკვები და სასმელი, პროფესიონალური კამერა, მეტალის ნივთები, სითხეები და სითხის კონტეინერი, პიროტექნიკა და ხმაურის გამომწვევი მოწყობილობები.

მაყურებელს შეუძლია, კონცერტზე შეიტანოს პოლაროიდი და მცირე ზომის არაპროფესიონალური კამერა, მცირე ზომის ტექნიკა, სუნამოს პატარა ბოთლი, მცირე ზომის ჩანთა, თავის მოვლის საშუალებები 50 მლ-მდე.

ასევე, საგულისხმოა, რომ კონცერტზე არ დაიშვებიან შინაური ცხოველები, რადგან მსგავსი ხმაური მათი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

გაითვალისწინეთ, რომ ტერიტორიაზე იქნება ე.წ. ქეშლეს სისტემა და გადახდა მხოლოდ ბარათით იქნება შესაძლებელი, თუმცა მათ, ვინც ქეშით იქნება, დახვდებათ  ჩასარიცხი აპარატები, რათა თანხა ბარათზე შეიტანონ. გარდა ამისა, ადგილზე წარმოდგენილი იქნება  ჯასტინ ტიმბერლეიკის ოფიციალური მერჩი — გულშემატკივრებს შეეძლებათ, შეიძინონ ნივთები საყვარელი არტისტის გამოსახულებით.

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის ბილეთები 6 საათში სრულად გაიყიდა. მყიდველებს შორის 18 000-მეტი უცხოეთის მოქალაქეა. კონცერტს, საქართველოს მასშტაბით, უპრეცედენტო რაოდენობის მსმენელი დაესწრება.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს რკინიგზაში მგზავრთა მომსახურების სფეროში დასაქმებული თანამშრომლების გადამზადება მიმდინარეობს

22.07.2025.18:04

საქართველოს რკინიგზაში   მგზავრთა მომსახურების სფეროში დასაქმებული თანამშრომლების გადამზადება მიმდინარეობს. 

ტრენინგის მიზანია, სერვისის  ხარისხის ამაღლება და მომხმარებელთა კმაყოფილების  გაზრდა.  რაც გულისხმობს, ყველა მატარებლის უფროსის, ვაგონის გამცილებლების - მომსახურების ოპერატორების პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებას, ასევე ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა მგზავრისადმი სწორი დამოკიდებულება, მომსახურების სისწრაფე, მომხმარებლის საჭიროებების დადგენა, კონფლიქტის მენეჯმენტი და ა.შ. 

ტრენინგს ატარებენ გამოცდილი სპეციალისტ-კონსულტანტები, რომელთაც გაჩნიათ  მაღალი კვალიფიკაცია და მომზადებული აქვთ  მსმენელთათვის საინტერესო პროგრამა. კურსის დასრულების შემდეგ  ტრენინგის მონაწილეებს  გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა