კერძო უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტებისათვის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის განსახორციელებლად შეზღუდვები იარსებებს - ზვიად გაბისონია
კერძო უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტებისათვის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის განსახორციელებლად შეზღუდვები იარსებებს, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ პარლამენტში უმაღლესი განათლების რეფორმაზე და შესაბამის კანონმდებლობაზე საუბრისას განაცხადა.
„უნდა ამოვიდეთ არსებული რეალობიდან - დღეს არსებული კანონმდებლობა ამბობს, რომ 2025 წლის ჩარიცხვების ჩათვლით მოდელი იქნება ძველი თავის ნორმატიულ ბაზასთან ერთად. რაც შეეხება სამომავლოდ, იმ შემთხვევაში თუ საუბარია იამზე, რომ ეროვნული გამოცდების შედეგად სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტს მობილობის საშუალება დიდი ალბათობით ექნება სახელმწიფო უნივერსიტეტში. რადგანაც გიდასტურებთ, რომ სწავლა არ არსებობს უფასო - უფასო სწავლებაში ვგულისხმობთ სახელმწიფოს 100%-იან დაფინანსებას. ამიტომ ამ ნაწილში მობილობა არ შეეხება თუ კერძო უნივერსიტეტში მოხვდა და სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა მობილობის ნაწილი ალბათ გასაგებია რომ გარკვეული ტიპის შეზღუდვები ამ ნაწილში იქნება საკანონმდებლო მოთხოვნებიდან. ამ ეტაპზე ვერიდებით დეტალურ ხაზგასმას ამ ნაწილში რადგან დამუშავების სტადიაშია ძალიან ბევრი დეტალი. მას შემდეგ რაც ნორმატიული აქტების პირველი პაკეტი იქნება მიღებული მას თან მოყვება კანონქვემდებარე აქტები, მათ შორის საქართველოს მთავრობამ შესაბამისი დისკრეციის ფარგლებში უნდა მოახდინოს ამ კვოტების დადეგნა“, - აღნიშნა ზვიად გაბისონიამ.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო - სებასტიენ ვინსენტი
სხვა სიახლეები
„დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ბრენდულ არყებს Stolichnaya, Nemiroff, Black Sea, Filandia, Talka, Koskenkorva Vodka,
Parliament და Gray Goose ამზადებდნენ
17.01.2026.14:11
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გამოყენების, აგრეთვე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქ. №6-ში მდებარე შპს „დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ამზადებდნენ სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებს, ასევე ბეჭდავდნენ ყალბ აქციზურ მარკებს, რომლითაც აღნიშნულ ალკოჰოლურ სასმელებს ეტიკეტირებას უკეთებდნენ. დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქცია რეალიზდებოდა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებულ სარეალიზაციო პუნქტებსა და კვების ობიექტებში.
„ოფისის, მის მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანისა და სავაჭრო ობიექტების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ბრენდული დასახელების, მათ შორის- „Stolichnaya“, „Nemiroff“, „Black Sea“, „Filandia“, „Talka“, „Koskenkorva Vodka“, „Parliament“ და „Gray Goose“ -საერთო ჯამში 204 ბოთლი ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი, ჩამოსასხმელად გამზადებული 402 ცალი ცარიელი ბოთლი, ალკოჰოლის ჩამოსხმისა და დამზადებისთვის საჭირო მასალები, 1 053 ცალი ყალბი აქციზური მარკა, აგრეთვე კომპიუტერული ტექნიკა, რომელშიც ელექტრონულად იყო განთავსებული ყალბი აქციზური მარკების ფაილები.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200¹ მუხლის მე-2 ნაწილითა და 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების სავაჭრო ობიექტებიდან ამოღების მიზნით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.