,,ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 750 გრამამდე ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი", კანონდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, კუთვნილი ბარგისა და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 750 გრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.
კანონდამრღვევ მოქალაქეს აღნიშნული ოქროს ნაკეთობები მანქანის სალონსა და სამგზავრო ჩანთაში მალულად ჰქონდა განთავსებული. საბაჟო კონტროლის ფარგლებში მიმდინარე გასაუბრებისას, მან განზრახ უარყო არადეკლარირებული საქონლის არსებობა, რითაც შეეცადა საბაჟო ორგანოსგან გვერდის ავლით გადმოეტანა საქონელი და ამით თავი აერიდებინა საბაჟო გადასახადისგან.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 201 376 ლარი შეადგინა. კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
სხვა სიახლეები
30.09.2025.18:05
საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს ყრუთა კავშირთან თანამშრომლობით, ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო 2025 წლის მუნიციპალიტეტის არჩევნების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება, საარჩევნო პროცედურებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება, ასევე ამომრჩეველთა საჭიროებების გაცნობა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა და მდივანმა ელენე ბობოხიძემ შეხვედრის მონაწილეებს 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს. ცესკოს წარმომადგენლებმა მათ ინფორმაცია მიაწოდეს ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ. შეხვედრა ინტერაქტიური იყო და შეხვედრის მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო კითხვებზე.
შეხვედრა 29 სექტემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში,ქუთაისში გაიმართა. ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის, ამომრჩეველთა ინფორმირებისა და საარჩევნო პროცესში თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით ცესკო მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საინფორმაციო შეხვედრების გამართვას.