მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7092.8
0.0025
flag
AZN 1.5911
-0.0001
flag
CNY 38.179
0.0111
flag
EUR 3.1204
-0.0019
flag
GBP 3.5503
0.0081
flag
KZT 52.19
0.0014
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7052
-0.0004

კატარი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია და მზად ვართ, ვითანამშრომლოთ სატრანსპორტო კავშირების, მარშრუტების და ლოგისტიკის სექტორში ინვესტიციების მიმართულებით - მარიამ ქვრივიშვილი

news image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ლონდონში გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფოს ტრანსპორტის მინისტრ შეიხ მუჰამედ ალ თანისთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

მხარეებმა შეხვედრისას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, რომელიც აზიასა და ევროპას შავი ზღვის გავლით აკავშირებს.

„კატარის ტრანსპორტის მინისტრთან ვისაუბრეთ შუა დერეფნის, როგორც აზიისა და ევროპის საკვანძო სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტის როლზე დაკავშირებადობის თვალსაზრისით და მისი განვითარების პროცესში კოორდინირებულ საქმიანობაზე. კატარი ჩვენი მნიშვნელოვანია პარტნიორია და მზად ვართ, ვითანამშრომლოთ სატრანსპორტო კავშირების, მარშრუტების და ლოგისტიკის სექტორში ინვესტიციების მიმართულებით", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ორი ქვეყნის მინისტრებმა ასევე განიხილეს შავი ზღვის ტვირთნაკადების, ლოგისტიკისა და სერვისების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები.

მეზღვაურთა და ზოგადად საზღვაო უსაფრთხოება, საზღვაო განათლების ამაღლება, ზღვაზე ძებნა-გადარჩენის ოპერაციები და ჰიდროგრაფია - მხარეთა შეფასებით, ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დიდი პერსპექტივები და ამასთანავე მზაობა არსებობს. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის ჰიდროგრაფიული მომსახურებების მოდერნიზაცია ასევე მნიშვნელოვანია საკითხია და შესაბამისად, მიესალმება თანამშრომლობას კატარის ჰიდროგრაფიულ ცენტრსა და საზღვაო ძალებთან.

„საქართველო დაინტერესებულია კატართან თანამშრომლობით სატრანსპორტო და ლოგისტიკის სექტორებში, ამ კუთხით კატარი ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა. დარწმუნებული ვარ, საზღვაო სფეროში თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის შედეგიანი იქნება, განსაკუთრებით შავი ზღვის ტვირთნაკადების ზრდის თვალსაზრისით, რაშიც შუა დერეფანი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image თამარ იოსელიანმა საუდის არაბეთის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მინისტრის მოადგილესთან საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა განიხილა

25.11.2025.18:43

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საუდის არაბეთის სამეფოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მინისტრის მოადგილეს რუმეიჰ ალ-რუმეიჰს შეხვდა. შეხვედრა გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის ფარგლებში მოხდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები საზღვაო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს შავი ზღვის პორტებისა და „შუა დერეფნის" სატრანზიტო შესაძლებლობების დაკავშირებაზე საუდის არაბეთის მზარდ საპორტო და ლოგისტიკურ ეკოსისტემასთან ტვირთების ეფექტიანი გადაადგილებისა და ახალი მარშრუტების განვითარების მიზნით. აღინიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვან სახელმწიფო ინვესტიციებს ახორცილებს საკუთარი სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას. თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა საუდის არაბეთის გემთმფლობელ კომპანიებში ქართველი მეზღვაურების დასაქმებას და ამ მიმართულების ხელშეწყობისთვის საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას მადლობა გადაუხადა.

საუდის არაბეთის მხარემ გამოთქვა დაინტერესება, საქართველოს გაუზიაროს გამოცდილება საპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, მათ შორის, საუდის არაბეთის საზღვაო სასწავლებლებში საქართველოდან საზღვაო სექტორში დასაქმებული კადრების პროფესიული განათლებისა და უნარების განვითარების მიმართულებით ჰიდროგრაფიის, საპორტო მომსახურებისა და ლოგისტიკის კუთხით.

მხარეებმა განიხილეს ერთობლივი სასწავლო პროგრამების, ტრენინგების და გაცვლითი პროექტების მხარდაჭერის, მწვანე და მდგრადი საზღვაო განვითარების – ლურჯი ეკონომიკის, ზღვის ეკოსისტემების დაცვის, ზღვის დონისა და კლიმატის ცვლილების მონიტორინგის, ასევე ეკოლოგიურად პასუხისმგებელი პორტული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა