კარგი იქნება, თუ კომუნიკაციისა და დებატების აღდგენის მნიშვნელობას სულ უფრო მეტი პოლიტიკური ჯგუფი გაიაზრებს - გურამ ნიკოლაშვილი
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი გურამ ნიკოლაშვილი პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კომუნიკაციისა და დებატების აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას გამოეხმაურა.
როგორც გურამ ნიკოლაშვილმა თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის კომუნიკაციის აღდგენა არის ერთადერთი სწორი ფორმა და ლეგიტიმური საშუალება იმისათვის, რომ დესტრუქციული ქუჩის პროცესი დასრულდეს.
გურამ ნიკოლაშვილის თქმით, კარგი იქნება, თუ კომუნიკაციისა და დებატების აღდგენის მნიშვნელობას სულ უფრო მეტი პოლიტიკური ჯგუფი გაიაზრებს.
„მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კომუნიკაცია და დებატები აღდგეს. ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. იმედი მაქვს, რომ საჭირბოროტო საკითხებზე დისკუსია სხვა ფორმატში გადავა, რადგან დესტრუქციას არანაირი შედეგი არ მოაქვს. თბილისის საკრებულოში შემოსვლისას გამოვთქვი იმედი, რომ ეს იქნებოდა სამაგალითო ადგილი, თუ როგორ შეიძლება ოპოზიციასთან თანამშრომლობა და მოხარული ვარ, რომ ეს ასეც არის“, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.
სხვა სიახლეები
ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური და ბათუმის საზღვაო პორტის განახლებული ინფრასტრუქტურა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარე როვშან რუსტამოვთან ერთად დაათვალიერა
30.01.2026.16:33
ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური და ბათუმის საზღვაო პორტის განახლებული ინფრასტრუქტურა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარე როვშან რუსტამოვთან ერთად დაათვალიერა.
ორი ქვეყნის რკინიგზების ხელმძღვანელები დელეგაციების წევრებთან ერთად პირადად გაეცნენ შესრულებულ სამუშაოებს, ამასთან, ნავსადგურების მენეჯმენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს ობიექტების სიმძლავრეები და ტერმინალების მოდერნიზაციის პროცესი გააცნეს. ორივე მხარემ ხაზგასმით აღნიშნა ,,შუა დერეფნის" მარშრუტზე გაზრდილი ტვირთნაკადის მისაღებად ნავსადგურებისა და სარკინიგზო ოპერატორების სინქრონიზაციისა და გამართული მუშაობის მნიშვნელობა.
,,შუა დერეფნის მარშრუტის შემდგომი განვითარების პროცესისთვის საკვანძო როლი აკისრია საქართველოს სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურის მაღალი სტანდარტებით ფუნქციონირებას. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, ისევე როგორც ტვირთმფლობელებისთვის სერვისების გაუმჯობესების კუთხით. რკინიგზისა და ნავსადგურების სინქრონიზაცია და გამართული ინფრასტრუქტურა ერთობლიობაში მეტი ტვირთის გატარების საშუალებას მოგვცემს, რაც თავის მხრივ საქართველოს რკინიგზას მეტ შემოსავალს, მოუტანს. ჩვენი მიზანია, რომ ,,შუა დერეფნისა" და ,,ბაქო-თბილისი-ყარსის" მარშრუტზე ტვირთნაკადი გავზარდოთ, რაც დადებითად აისახება მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე" - განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ფოთისა და ბათუმის პორტებში ტვირთნაკადის მაჩვენებელი გაზრდილია.