კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. მძიმე ტექნიკა ერთდროულად რამდენიმე მუნიციპალიტეტში, ინტენსიურად მუშაობს. იწმინდება მდინარეების კალაპოტები და სანიაღვრე არხები.
არამდგრადმა ამინდებმა, რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები.
„განსაკუთრებული პრობლემები შეიქმნა სამ მუნიციპალიტეტში - გურჯაანში, ყვარელსა და ლაგოდეხში. აქტიურად მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მუნიციპალური სერვისები. მობილიზებული იყო ყველა საჭირო ტექნიკა და ამ დრომდე მიმდინარეობს სამუშაოები. რჩება გარკვეული პრობლემური საკითხები, რომელსაც შესწავლა სჭირდება“, - განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.
სხვა სიახლეები
ძალაში რჩება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდების აკრძალვა - რეგულაცია 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება l გარემოს დაცვის სამინისტრო
14.04.2026.12:45
პლასტმასის მოხმარების შემცირების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების ამოქმედების თარიღებთან დაკავშირებით, სამინისტრო განმარტავს:
2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით აკრძალულია:
პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი ან/და ბაზარზე განთავსება.
ასევე აკრძალულია სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შესყიდვა.
2026 წლის 1 ივლისიდან აიკრძალება:
საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის.
ასევე აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდება.
2031 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება:
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე და 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სხვა სასმელზე.