კახეთში ყოველდღიურად 10 000-მდე ტონა ყურძენი გადამუშავდება
10 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში სულ გადამუშავებულია 260 ათასამდე ტონა ყურძენი. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, კახეთში ყოველდღიურად 10 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდება, რაც რთველის აქტიურ ფაზაზე მიუთითებს.
„ღვინის საწარმოებს ყურძენი 18 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 130 ათასამდე ტონა რქაწითელი, 112 ათასამდე ტონა საფერავი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ამ ეტაპზე, კახეთში ყოველდღიურად 10 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდება, რაც რთველის აქტიურ ფაზაზე მიუთითებს.
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გადამუშავებულია 1,4 ათასი ტონა ალექსანდროული და მუჯურეთულია. რაჭაში საპროგნოზო მოსავალი 2 ათასი ტონის ფარგლებშია. მოსავალი უკვე დააბინავა 800-მდე მევენახემ.
რაჭის რეგიონში, რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.
კახეთის რეგიონში ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოდან ლოკოკინას ექსპორტი 115%-ით გაიზარდა, მთავარ საექსპორტო ბაზრად კი თურქეთი ჩამოყალიბდა
სხვა სიახლეები
10.10.2025.18:07
10 ოქტომბერს საქართველოს რკინიგზა პროფესიულ დღეს აღნიშნავს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელებს პროფესიული დღე მიულოცა, მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის და მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საქართველოს რკინიგზა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და სატრანსპორტო სისტემის განუყოფელი ნაწილია, უკვე 153 წელია ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს, აძლიერებს ქვეყნის პოზიციონირებას რეგიონში და ამყარებს საქართველოს, როგორც აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლის სტატუსს. დღეს ჩვენ გვაქვს მრავალი ხელშესახები შედეგი, რომელიც სწორედ თქვენი თავდაუზოგავი შრომით იქნა მიღწეული. ამასთანავე, ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს რკინიგზის შემდგომი გაძლიერების, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სისტემის ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად," – განაცხადა მინისტრმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ, სხვა ხელმძღვანელმა პირებმა და სისტემის თანამშრომლებმა. სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ისაუბრა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციისა და განვითარების კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, ასევე უკვე მიღწეულ შედეგებზე.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს, იყოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხარდამჭერი საქართველოს რკინიგზის შემდგომი განვითარების. გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს რკინიგზის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, გაჯანსაღება, მომგებიანობაზე ზრუნვა და ამავდროულად, როგორ ვიმუშაოთ ინფრასტრუქტურის ისე გაძლიერებაზე, რომ საქართველოს როლი გლობალურ სატრანსპორტო ციკლში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აქცენტი რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე გააკეთა, მათ შორის ხაზი გაუსვა რკინიგზის მოდერნიზების პროექტს, რომელიც ფაქტობრივად, უკვე დასასრულს უახლოვდება და შედეგად, გაორმაგებულია რკინიგზის დღეს არსებული შესაძლებლობები.
„ამავდროულად ჩვენ მოუთმენლად ველით ბევრი წლის წინ დაწყებული, თბილისი-ბაქო-ყარსის უმნიშვნელოვანესი პროექტის დასრულებას. დარწმუნებული ვარ, რომ იმ შემართებით, რომელიც დღეს ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს აქვთ, ფაქტობრივად, რამდენიმე თვეში ერთად ვიზეიმებთ ამ ახალი პროექტის სრულად ამოქმედებას და ფუნქციურ ოპერირებას, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს სატესტო რეჟიმში სატვირთო მატარებლების მიღების შესაძლებლობა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ღონისძიება ტრადიციულად, რკინიგზის დამსახურებული თანამშრომლების დაჯილდოებით დასრულდა - წელს სისტემის 100-ზე მეტ თანამშრომელს სხვადასხვა ნომინაციაში ჯილდოები გადაეცა.