მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7105.9
-0.0003
flag
AZN 1.607
-0.0003
flag
CNY 37.961
-0.0034
flag
EUR 3.12
0.0231
flag
GBP 3.6991
0.0145
flag
KZT 53.43
-0.0004
flag
TRY 0.0697
0
flag
USD 2.7328
-0.0006

კახეთში 33 მგვ-ი სიმძლავრის „სტორი 1" - ჰესის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

news image

ახეთში, მდინარე სტორზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურისსტორი - 1" - ის სამშენებლო სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი გაეცნო. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეა 33,6 მგვტ, წლიური გამომუშავება - 150 მლნ. კვტ. სთ, ხოლო საპროექტო ინვესტიცია 44,85 მლნ. აშშ დოლარი. სადგური 2025 წლის ბოლოს ამოქმედდება

ჯუბო ტურაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, უშუალოდ სადგურისა და სადერივაციო გვირაბის, აგრეთვე სხვა ობიექტების მშენებლობის პროცესს გაეცნო. პროექტის მშენებლობის ეტაპზე სხვადასხვა პერიოდულობით დასაქმებულია 300-ზე მეტი ადამიანი, ხოლო სადგურის ოპერირების ფაზაზე მუდმივად 30-მდე ადამიანი დასაქმდება. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სამუშაოებში, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეებია დასაქმებული. ამ მიზნით, ინვესტორმა კომპანიამ  ადგილობრივი პერსონალის გადამზადების/დატრენინგების პროგრამები დააფინანსა

საქართველოს ენერგეტიკის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისება. სტორი 1- ჰესის მშენებლობა ამის საუკეთესო მაგალითია. მსგავსი სადგურების ექსპლუატაცია პირდაპირაა დაკავშირებული საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხო და საიმედო ენერგომომარაგებასთან და რაც მთავარია, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ხარისხის ამაღლებასთან. საქართველოში განახლებადი ენერგეტიკული რესურსით მიღებული თითოეული კილოვატსაათი, რომელიც ენერგეტიკულ სისტემას შეემატება, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობასთან გვაახლოებს," - განაცხადა ჯუბო ტურაშვილმა.  

აღსანიშნავია, რომსტორი 1" - ის ინვესტორი კომპანია ასევე ახორციელებს სოციალურ პროექტებს სადგურის სიახლოვეს მდებარე სოფელ ლეჩურში, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კომპანია სოფლის მცხოვრებლებს მძიმე ტექნიკით სხვადასხვა ლოკალური პრობლემების მოსაგვარებლად, აგრეთვე მატერიალურ მხარდაჭერას უჭერს სოციალურად დაუცველ ოჯახებს და სხვ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ეკონომიკური ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

03.06.2025.17:31

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ეკონომიკური ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს ბაბკენ თუნიანს შეხვდნენ.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და გამტკიცებაზე, ასევე, სავაჭრო მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

სავაჭრო შეთანხმებების, საწარმოო პოტენციალის და გამოცდილების მაქსიმალური გამოყენება ორივე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. მაგალითად, სომხეთს ძალიან კარგი წარმოების კულტურა აქვს, რომლის გამოცდილება შეგვიძლია ჩვენს ქვეყანაში დავნერგოთჩვენი მხრიდან კი, საქართველოს საფინანსო სექტორი, „საქართველოს ბანკის" სახით, სომხეთის ფინანსურ ბაზარზე წარმატებით საქმიანობს და თავის გამოცდილებას უზიარებს. საერთო ჯამში, მშვიდობა, სტაბილურობა და რეგიონის სამი ქვეყნის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სავაჭრო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას და მთლიანად, რეგიონის ეკონომიკის შესაძლებლობების განვითარებას", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ  შოთა ბერეკაშვილმა.

როგორც კომიტეტის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა განაცხადა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმავებს მოსახლეობასა და ბიზნეს შორის მჭიდრო ურთიერთობას, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ  რეგიონში სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობაზე. მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე შეთანხმების პროცესს. ჩვენს  რეგიონში სტაბილური გრძელვადიანი მშვიდობა გაზრდის  ერთმანეთთან ინვესტირებას და სხვადასხვა ქვეყნებიდან ინვესტიციების მოზიდვას.

ასევე ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საგარეო ვაჭრობის მიმართულებითექსპორტ-იმპორტის ნაწილში კიდევ უფრო მეტ ზრდას გამოიწვევს", - აღნიშნა ანტონ ობოლაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა