კახეთში 1200 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურულ მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.
თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარდისუბნის ტერიტორიაზე, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დანალექი გრუნტისა და ხე-მცენარეებისგან მაგისტრალური არხის 2,7 კმ სიგრძის მონაკვეთი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის, რაც წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, დაახლოებით 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.
სარწყავი არხის გაწმენდით სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია მაისის ბოლომდე დაასრულებს.
აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში კახეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, წყალუზრუნვეყოფილია დამატებით 20 140 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
16.05.2025.17:30
მიმდინარე წლის აპრილის თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 20 487 კოლოფი სიგარეტის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 69 ფაქტი გამოავლინეს. აქციზური მარკის გარეშე ამოღებულმა თამბაქოს ნაწარმის საერთო ღირებულებამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
50 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა.
5 შემთხვევის მიმართ, საქმის მასალები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგადსახადო კოდექსის 192-ე მუხლის შესაბამისად თამბაქოს ნაწარმი ექვემდებარება აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას და აღნიშნული პროცესი, უწყების მიერ მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება.