ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
ხვალ, 30 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, ღრმარელეს სათავე ნაგებობის მთავარ წყალგამტარ გვირაბზე, რომელიც ნაძალადევის, ჩუღურეთის და ისნის რაიონების ქუჩებს სასმელი წყლით უზრუნველყოფს, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 30 იანვარს დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და 1 თებევალს 17:00 საათზე დაასრულებენ, სამუშოები ინტენსიურ უწყვეტ რეჟიმში საშრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია წყალგამტარი გვირაბის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 30 იანვარს დილის 11:00 საათიდან 1 თებერვლის 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში - გეგუთის, სვირის, კიშინოვის, ზეკარის, ასურეთის, კურსების, დარკვეთის, ლუბოვსკის, მირზაანის, ჟღენტის, ბახმაროს, გომარეთის, ლოტკინის მთის, ბეჟანიშვილის, თმოგვის, ქართლის, დაისის, ღრმაღელეს, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, ზედაზენის ქუჩებს, ბეშენოვას, ვანათის, გარეჯის ახალ მოწამეთა, თიანეთის, ტიბაანის, მუხრანის, ლიახვის, გუდამაყარის, ლამისყანის, ქვიშხეთის, შენგელაიას, ნაგომარის, რატევანის, ბოგვის ქუჩებს. სანზონის, ჩარგლის, ჯანელიძის და ჭიჭინაძის ქუჩების ნაწილს, ხუდადოვის, ბენდელიანის, კახიანის, ნოსტეს, წრომის, შრომის, ძმობის, სტურუას, ასკურავას, კელაპტრიშვილის, მესხის, ქებურიას, ურიდიას, უიარაღოს და მიმდებარე ქუჩებს, ავშნის დასახლებას.
ჩუღურეთის რაიონში - სამშვილდის, მარუაშვილის, მ.მრევლიშვილი აჭარის, აფხაზეთის, სამურზაყანოს, 9 ძმის, ნორიოს, ჩეჩელაშვილის, ლარეხის, მნათობის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, სალიების, მახათას, ივერთუბანს, ჭალადიდის, ლამის, ნ. ჟორდანიას, სიღნაღის, კანდელაკის, რეხის I, II ,III, ქუჩებს, თამარაშენის, წყაროს, ტყეკულტურის, ქარსელაძის, თინა ენუქიძის, არგვეთას, თეკლათის და მიმდებარე ისნის რაიონში - ფშავის, ბაბისხევის, მუჯირიშვილის, ჟონეთის, კიკეთის, კაიშაურის, ბეღლეთის, სომხეთის, ნიაბის, საინგილოს, გუმბრის, სამრეკლოს, მესხიშვილის, ახვლედიანის, ლომოურის, ავლაბრის, იორის, დუშეთის, ფაღავას, ცისკრის, ფოსტის, გუთნის, წინანდლის, II შორაპნის, გუჯარეთის, მელაანის, ჯორჯ ბუშის აწყურის, უშაკოვის, ყვარელის, ონიანის, ხაჩატურიანის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, ნავთლუღის, შანდორ პეტეფის, ჩოჩუას და მიმდებარე ქუჩებს ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, ვარკეთილის IV მიკრორაიონს, მე-3 კვარტალს, სულაქველიძის, ალუბლების, ლეჟავას, ხელოვანთა, აშოტ კურაპალატის, ელიას მთის დასახლებას, სიმონ და თინა ყაუხჩიშვილები, კვიპაროსის, წულუკიძის, მესხიშვილის, ნავთლუღის, მამისაშვილის, ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს, ხერხეულიძის, მთავარანგელოზის, წურწუმიას, ბადიაურის, მთისძირის, რაზიკაშვილის, ისნის, წმინდა წულუკიძის III, IV შესახვევებს მიტროფანე ლაღიძის, ნოსირის, დოესის, გარეკახეთის, მარტყოფის 2 შესახვევი, დედოფლისწყაროს, კაჭარავას, ანჯაფარიძის, დოლაბაურის 1,2,3 ქუჩებს, დუტუ მეგრელის, მეტეხის, ჯორბენაძის, 300 არაგველის, ბოჭორმის, ლეხ კაჩინსკის, ნადარეიშვილს, შირაქის და მიმდებარე ქუჩებს მოსკოვის გამზირს და კვარტლებს, გარდაბნის გზატკეცილს წმინდა ბარბარეს და სამგორის დასახლებას.
რუსთავის გზატკეცილისა და გორგასლის ქუჩის ნაწილს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge
სხვა სიახლეები
დედაქალაქის ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და 2 506 978 300 ლარს შეადგენს
29.01.2026.11:56
თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და საბოლოო ჯამში 2 506 978 300 ლარს შეადგენს, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
მისივე თქმით, შესაბამისი ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის დადგენილებაში შედის, რომლის თანახმადაც, დედაქალაქის დამტკიცებულ ბიუჯეტს კიდევ 296 420 100 ლარი ემატება.
„წელს დედაქალაქს აქვს უპრეცედენტო მოცულობის ბიუჯეტი, რომლითაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი, თუმცა თავიდანვე ვთქვით, რომ ბიუჯეტის მოცულობა კვლავ გაიზრდებოდა. მიმდინარე თვეს უკვე განხორციელდა ცვლილება თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში და დედაქალაქის 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს დაემატა გასული წლის ნაშთი - 17 მლნ ლარი. ამჯერად, კიდევ ერთი ცვლილება შედის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის დადგენილებაში. კერძოდ, 2026 წლის პირველი იანვრისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული გარდამავალი ნაშთისა და 2025 წელს შემოსულობებების გადაჭარბებით მიღებული შემოსავლების - 273 860 100 ლარის გამოყენებისა და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით. აღნიშნული ცვლილების თანახმად, გრანტების ნაწილში, სხვა კაპიტალური გრანტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იზრდება 22 560 000 ლარით. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა იზრდება 296 420 100 ლარით და სულ შეადგენს 2 506 978 300 ლარს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, ასიგნებები გადანაწილდა შემდეგ პრიორიტეტებზე: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა - 68 292 800 ლარი; ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება - 123 719 200 ლარი; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 15 742 500 ლარი; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 349 000 ლარი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 6 411 300 ლარი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 7 847 700 ლარი; განათლება - 51 209 800 ლარი; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 18 182 400 ლარი; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 3 361 500 ლარი; თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები - 1 303 900 ლარი.
დედაქალაქის მერის თქმით, გაგრძელდება დაწყებული პროექტები, მათ შორის ისტორიულ არეალებში - სულხან საბასა და ინგოროყვას ქუჩების სრული რეაბილიტაცია და იქ არსებული შენობა-ნაგებობის განახლება.
„წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულია მეტროს 14 ვაგონის მოდერნიზაცია - 18 მლნ ლარი; დაიწყება ნაძალადევის დეპოს რეაბილიტაცია - 5 მლნ ლარი; 4 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობ/რეაბილიტაცია - 11,4 მლნ ლარი; კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული სახლების გამოსყიდვა - 10 მლნ ლარი; მთაწმინდის რაიონში ძმები კაკაბაძეების ქუჩის რეაბილიტაცია - 4 მლნ ლარი; ფილტვის სკრინინგი - 3 მლნ ლარი. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაგეგმილი და თითოეული თბილისელის თანადგომა ამჯერადაც დაგვჭირდება. მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს თან სდევს გარკვეული დისკომფორტი, თუმცა ეს ყველაფერი ქალაქისთვის და აქ მცხოვრებლებისთვის კეთდება. ჩვენი გუნდი 24-საათიან რეჟიმში მუშაობასა და ქალაქისთვის საუკეთესო პროექტების განხორციელებას განაგრძობს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.