მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7168.9
0.0251
flag
AZN 1.5926
-0.0005
flag
CNY 39.19
-0.0054
flag
EUR 3.1277
-0.0125
flag
GBP 3.6141
-0.0145
flag
KZT 56.06
0
flag
TRY 0.061
0
flag
USD 2.7066
-0.0009

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის აღმასრულებელმა დირექტორმა და კომპანიის მენეჯმენტმა მონაწილეობა მიიღო „წყლის სექტორის ჩართულობის საერთაშორისო კონფერენციაში

news image

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის აღმასრულებელმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოსმა და კომპანიის მენეჯმენტმა მონაწილეობა მიიღო „წყლის სექტორის ჩართულობის საერთაშორისო კონფერენციაში“, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ორგანიზებით თბილისში გაიმართა.

კონფერენციამ საუკეთესო პლატფორმა შექმნა საერთაშორისო საინჟინრო და სამშენებლო კომპანიებთან გამოცდილების გასაზიარებლად. შეხვედრის მთავარი თემები იყო:

წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი შესაძლებლობები;
საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და გამჭვირვალე სატენდერო პროცესები;
სექტორის ფინანსური მდგრადობა და ინოვაციური მიდგომები.

GWP აგრძელებს აქტიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დანერგოს უახლესი ტექნოლოგიები და კიდევ უფრო გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი ჩვენი აბონენტებისთვის.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელთა საყურადღებოდ!

26.03.2026.17:07

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით „ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელის წესებში“ ცვლილებები შეიტანა.

ცვლილებების შესაბამისად, 50 კვტ და მეტი დადგმული სიმძლავრის მქონე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელებს, რომლებიც ქსელს 2025 წლის 1 ოქტომბრამდე მიუერთდნენ, სიმძლავრის დადასტურების ვალდებულება მიმდინარე წლის 1-ლი აპრილის ნაცვლად 1-ლ სექტემბრამდე გაუგრძელდათ. ამასთანავე, თუ დადასტურების შედეგად აღმოჩნდება, რომ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ფაქტობრივი სიმძლავრე წინასწარ დეკლარირებულზე ნაკლებია, მომხმარებელს უნარჩუნდება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსი და ნეტო აღრიცხვით/დარიცხვით სარგებლობის უფლება. გარდა ამისა, მომხმარებელს ეძლევა დამატებითი, 8-თვიანი ვადა, რათა სისტემის ოპერატორთან არსებული ინფორმაცია ფაქტობრივ მდგომარეობას შეუსაბამოს (წარადგინოს დადასტურებული სიმძლავრის დოკუმენტი).

წესებს დაემატა სპეციალური დანართი — „ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის დადასტურების წესი“. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს სავალდებულო სახელმძღვანელოს როგორც დამოუკიდებელი აკრედიტებული ორგანოებისთვის, ასევე სისტემის ოპერატორებისთვის. საერთო მარეგულირებელი ჩარჩოს შემოღება უზრუნველყოფს ერთგვაროვან პრაქტიკას და სრულად გამორიცხავს შეფასების პროცესში სუბიექტურ მიდგომებს.

მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, დადგმული სიმძლავრის დადასტურების მოთხოვნით ნებისმიერ დროს მიმართონ სისტემის ოპერატორს. პროცესის შეუფერხებლად წარმართვისა და მომსახურების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, სისტემის ოპერატორები აღნიშნულ მომსახურებას ახორციელებენ ვებგვერდზე საჯაროდ გამოცხადებული საფასურის შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა