ჯივიპიმ ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე წყლის სრული ციკლის შესახებ ინტერაქტიული თამაში წარადგინა
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მონაწილეობა მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო პიკნიკში — ღონისძიებაში, რომელიც ცოდნის გასაზიარებლად ინოვაციურ და გასართობ ფორმატებს იყენებს და აერთიანებს როგორც თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას, ასევე მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებს.
ჯივიპის საგანმანათლებლო კარავში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ კამპანია „ყოველი წვეთი ძვირფასია“-ს ფარგლებში შექმნილ სამაგიდო თამაშს. თამაში ინტერაქტიული და სახალისო გზით ასწავლის წყლის სრული ციკლის მნიშვნელობას და ხაზს უსვამს წყლის, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსის, მდგრადი გამოყენების საჭიროებას.
თამაშის პროცესში მონაწილეები პასუხობდნენ წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ კითხვებს და თითოეული სწორი პასუხის შემდეგ შესაძლებლობა ეძლეოდათ, მდინარისა და მილების ფრაგმენტების მეშვეობით ეტაპობრივად აეწყოთ წყალმომარაგების სრული ციკლი თამაშის დაფაზე — წყლის მოპოვებიდან მის ბუნებაში დაბრუნებამდე. პარალელურად, ისინი ეცნობოდნენ საინფორმაციო ბუკლეტს, რომელიც მარტივად და გასაგებად აღწერს წყალმომარაგების ეტაპებსა და პროცესებს, ხოლო აქტიური მონაწილეები სწორი პასუხებისთვის სიმბოლური საჩუქრებითაც ჯილდოვდებოდნენ.
სხვა სიახლეები
30.09.2025.18:05
საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს ყრუთა კავშირთან თანამშრომლობით, ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო 2025 წლის მუნიციპალიტეტის არჩევნების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება, საარჩევნო პროცედურებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება, ასევე ამომრჩეველთა საჭიროებების გაცნობა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა და მდივანმა ელენე ბობოხიძემ შეხვედრის მონაწილეებს 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს. ცესკოს წარმომადგენლებმა მათ ინფორმაცია მიაწოდეს ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ. შეხვედრა ინტერაქტიური იყო და შეხვედრის მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო კითხვებზე.
შეხვედრა 29 სექტემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში,ქუთაისში გაიმართა. ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის, ამომრჩეველთა ინფორმირებისა და საარჩევნო პროცესში თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით ცესკო მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საინფორმაციო შეხვედრების გამართვას.