მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

ჯივიპიმ 2025 წლის პირველი ნახევრის საქმიანობის შედეგები შეაჯამა

news image

23 ივნისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 2025 წლის პირველი ნახევრის საქმიანობის შედეგები წარადგინა. მიმდინარე წელს კომპანია აქტიურად აგრძელებს  წყალმომარაგების სისტემის განახლება-განვითარებას როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებით და  თბილისის, ქალაქ რუსთავისა და ქალაქ მცხეთის წყალმომარაგებას ეტაპობრივად აუმჯობესებს.

მომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად 2025 წელს კომპანია  უპრეცედენტოდ დიდ - 126 მილიონი ლარის  ინვესტიციას განახორციელებს

ინვესტირება განხორციელდება წყლისა და წყალარინების ამორტიზებული ქსელების რეაბილიტირების, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების, ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლებებისა და ენერგეტიკის მიმართულებებით.

წყალმომარაგების დარგში არსებული გამოწვევები, როგორიცაა სისტემის სტაბილურობა და ქსელების მდგომარეობა, არაერთი მიმართულებით მასშტაბურ ინვესტიციას საჭიროებს, შესაბამისად, ჯივიპი ახორციელებს პროექტებს, რომლებიც მომხმარებლებისთვის წყალმომარაგების სერვისის ეტაპობრივ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

ჯივიპის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქსელების განახლებაასწორედ ამ მიმართულებით  2025 წელს  ჯამში 63 მილიონი ლარი დაიხარჯება და 66 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდება. თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში  წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე  უკვე დასრულდა 15 სარეაბილიტაციო პროექტი და განახლდა 11,5 კმ სიგრძის ქსელი, მათ შორის, თბილისში  - ვასაძის, ჩოლოყაშვილი-წერეთლის, ლიახვის, აწყურის, კაპანაძეების ქუჩები, რუსთავში - ხრამის მაგისტრალური წყალსადენის I ეტაპი.

2025 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს ცხელი წერტილების იდენტიფიცირება-რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც  ქსელზე არსებული დაზიანებული მონაკვეთების განახლებას ემსახურება. პროექტის ფარგლებში უკვე დაიდენტიფიცირდა წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის ყველაზე ხშირად დაზიანებადი 100-მდე მონაკვეთი და დაიგეგმა მათი ოპერატიული განახლება. აღნიშნული მიმართულებით წლის განმავლობაში 1.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

კომპანიაში მიმდინარე პროექტებს შორის აღსანიშნავია წყალმომარაგების ქსელში წყლის წნევების რეგულირების მიმართულება, რომელიც წყლის რესურსების ოპტიმალურ მართვასა და დანაკარგების შემცირებას ემსახურება. პროექტი მნიშვნელოვნად ამცირებს  ქსელების ავარიულად დაზიანების რისკს. განხორციელებული სამუშაოების შედეგად ავლაბრის, ნავთლუღის, სოფელ დიღმისა და ვარკეთილი ზემო პლატოს არეალებში ავარიული დაზიანებების რიცხვი 50%-ით, ხოლო წყლის დანაკარგები 41%-ით შემცირდა.

ქსელის ავარიული დაზიანებებისა და წყალმომარაგების შეზღუდვის არეალების შესამცირებლად მნიშვნელოვან სამუშაოებს ატარებს ჯივიპის მოდერნიზებული საოპერაციო ცენტრები. სამუშაოების ფარგლებში წყალმომარაგების ქსელზე დამონტაჟდა 444 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 30 აკუსტიკური ლოგერი, ამასთანავე ქსელის ავარიული აღდგენის ფარგლებში კაპიტალურად განახლდა 13 კილომეტრამდე სიგრძის ქსელი.

მოძველებული ქსელების განახლების პარალელურადჯივიპი აქტიურად მუშაობს წყალმომარაგების სისტემის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მოდერნიზებაზე. პარალელურად წარმატებით მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემების გაციფრულება და ავტომატიზაცია.

განხორციელებული ინვესტიციებისა და სტრატეგიული პროექტების შედეგად, კომპანიამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია საპილოტე არეალებში, კერძოდ, ქალაქ რუსთავში, თბილისის ზედა ზონებსა და ისანი-სამგორის რაიონში, სადაც მნიშვნელოვნად შემცირდა წყალმომარაგების შეზღუდვის დრო და არეალები, ქსელის ავარიული დაზიანებების რაოდენობა და წყლის დანაკარგები

გარდა უშუალოდ წყალმომარაგების მომსახურებისა, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთან კომუნიკაცია და მათთვის თანამედროვე სერვისის შეთავაზება. სწორედ ამ მიზნით დაინერგა განახლებული ვებ-გვერდი, რომელიც ჯივიპის აბონენტებს მისცემს შესაძლებლობას უმოკლეს დროში მიიღონ ინფორმაცია და გამარტივებულად, დისტანციურ რეჟიმში ისარგებლონ კომპანიის სერვისებით.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ბიზნეს სექტორს სჭირდება ხარისხზე ორიენტირებული განათლებით მიღებული პროფესიონალები - მინისტრი

19.01.2026.22:20

ბიზნეს სექტორის მხრიდან გამოითქვა სრული მზაობა პროცესებში მონაწილეობის, - ამის შესახებ გადაცემა  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბიზნეს სექტორს სჭირდება ხარისხზე ორიენტირებული განათლებით მიღებული პროფესიონალები.


„ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ეკონომიკურ წინსვლაზე ვსაუბრობთ ნებისმიერი ფუნდამენტი რა თქმა უნდა ხარისხიანი განათლებაა და  ამ კუთხით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განსაკუთრებით 2025 წელს ძალიან ბევრი აქვს სათქმელი. მოგეხსენებათ, რომ დაანონსდა 2 უმნიშვნელოვანესი რეფორმა. ერთი ეს არის უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია, რომელიც ოქტომბერში პრემიერმა კომისიის 9 თვიანი მუშაობის შემდეგ საზოგადოებას წარუდგინა და ამის შემდეგ, ორი თვის განმავლობაში მოხდა ამ დოკუმენტის საჯარო განხილვები. მათ შორის ბიზნეს სექტორთან და ბიზნეს სექტორის მხრიდან გამოითქვა სრული მზაობა პროცესებში მონაწილეობის. რამე თუ ბიზნეს სექტორს სჭირდება ხარისხზე ორიენტირებული განათლებით მიღებული პროფესიონალები იმისთვის, რომ მათ გარკვეული პროფესიების მიხედვით არ სჭირდებოდეთ უცხოეთიდან ძვირად ღირებული კადრების ჩამოყვანა და პირდაპირი ორიენტირი იყოს ჩვენს მოქალაქეებზე, რომ ისინი დასაქმდნენ და ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება და ამისთვის ჩვენ მივცეთ შესაბამისი განათლება. დეკემბრის დასაწყისში ჩვენ ასევე დავაანონსეთ ზოგადი განათლების კონცეფციის დოკუმენტი, რომლის განხილვები მთელი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, გუშინ ფაქტობრივად დასკვნითი შეხვედრა გვქონდა. ჩვენ მომავალ კვირას სავარაუდოდ მთავრობას შეჯერებულ დოკუმენტს წარვუდგენთ დასამტკიცებლად, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ დავიწყოთ ფართომასშტაბიანი სასკოლო რეფორმა. აუცილებელია და ვერ შეიძლება ვსაუბრობდეთ უმაღლესი განათლების რეფორმაზე თუ არ გაქვს საუბარი სასკოლო რეფორმაზე, თუ არ გაქვს საუბარი პროფესიულ მიმართულებაზე.

ასევე, 2 კონკრეტულ ფაქტორს გამოვყოფდი 2025 წელთან მიმართებაში. ერთი ეს არის უპრეცედენტო და ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც მმართველი გუნდის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო და რაშიც პირდაპირ ჩართული იყო პარტიის საპატიო თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, რომელთა ძალიან დიდი ძალისხმევითაც საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის სექტემბრიდან ჩარიცხული სტუდენტები ამიერიდან უფასოდ ისწავლიან. მთელი ციკლი დაწყებული სკოლიდან დასრულებული უმაღლესით დღეს გვაქვს უფასო განათლების მოცემულობაში. რაც არის მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ნებისმიერ მოქალაქეს თავისი ცოდნის, შრომის და უნარებიდან გამომდინარე უკვე შეუძლია, რომ გადასახადის გარეშე მიიღოს განათლება. და მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის ქართული ენის, სახელმწიფო ენის გაძლიერება. ის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში მიმდინარეობდა ქართული ენის საწინააღმდეგოდ, მის საპირწონედ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც შევიდა ცვლილებები კანონმდებლობაში და დავამტკიცეთ კონკრეტული წესი და ყველა უმაღლეს სასწავლებელში ქართულ სექტორზე, ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო წლიდან უკვე დავაბრუნეთ სავალდებულო წესით, საბაკალავრო დონეზე ქართული ენის სწავლება. თუმცა ამ კუთხით მრავალი ნაბიჯი იდგმება იმისთვის, რომ გაძლიერდეს სახელმწიფო ენის ცნობიერება ჩვენს მოქალაქეებში“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა