ჯივიპი ხრამი-რუსთავის წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს ასრულებს
ხვალ, 23 ოქტომბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავში, ხრამი-რუსთავის წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
ხრამი–რუსთავის მაგისტრალური ქსელი წარმოადგენს ერთადერთ და უმნიშვნელოვანეს წყალსადენს, რომელის საშუალებითაც სათავე ნაგებობიდან ქალაქ რუსთავამდე სასმელი წყალის ტრანსპორტირდება ხდება. აღნიშნული მაგისტრალური მილსადენის განახლება სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.
Gwp-ის ტექნიკური დირექტორი გიგა ნადირაძე, ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და მისი მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა რეხვიაშვილთან ერთად ხრამი რუსთავის მაგისტრალური ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
„ხრამი–რუსთავის მაგისტრალური მილსადენის სარეაბილიტაციო პროექტი, თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, სამ ეტაპად ხორციელდება და მისი ჯამური საინვესტიციო ღირებულება 14 მლნ ლარს შეადგენს. რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2024 წელს დასრულდა და განახლდა 2.2 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი, რაშიც ჯივიპიმ 6.7 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ამჟამად პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 4.7 მლნ ლარს შეადგენს. განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში მოეწყო 2.3 კმ სიგრძის ქსელი, დამონტაჟდა 17 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 5 საკვანძო ჭა; სარეაბილიტაციო პროექტის მესამე ეტაპი ფარგლებში დაგეგმილია დამატებით 3 კმ სიგრძის ქსელის განახლება, რისთვისაც კომპანია 2.5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო სამუშაოები 2026 წელს შესრულდება.” - გიგა ნადირაძე, ტექნიკური დირექტორი
ახლადმოწყობილი ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოებს ხვალ, 23 ოქტომბერს განახორციელებს.
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 23 ოქტომბერს, ღამის 03:00 საათიდან 24 ოქტომბრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 0341 22 00 11 და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
სხვა სიახლეები
22.10.2025.18:14
აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს - აბდულა ბინ რუქ ალ მარის შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მაია ომიაძე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილე - თორნიკე ჯობავა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - გიორგი ჯანჯღავა.
მიხეილ ხიდურელი: „მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან. განვიხილეთ მექანიზმები, რომლებიც დაეხმარება ქართულ ბიზნესს ემირატების ბაზარზე პოზიციონირებაში. საამიროების მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ექსპორტიორ კომპანიებს ინტეგრაციის პროცესში, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ექსპორტის ზრდისა და საერთაშორისო პარტნიორობის განმტკიცების მიმართულებით. იანვარში დაგეგმილი გვაქვს ემირატებში სამუშაო ვიზიტი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას უფრო დეტალურად განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობა“.