მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7123.5
-0.0373
flag
AZN 1.5881
-0.002
flag
CNY 39.065
-0.0044
flag
EUR 3.1032
-0.0082
flag
GBP 3.5726
-0.0223
flag
KZT 56.13
0.0029
flag
TRY 0.0607
-0.0001
flag
USD 2.6998
-0.0027

ჯენერიკ მედიკამენტის ზოგადი პრინციპია ფასთან კონკურენციის გამო, იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა, ხარისხზე არ უნდა იყოს კითხვის ნიშანი - დიმიტრი ხუნდაძე „ჯი-ემ ფარმას“ წარმომადგენელს

news image

მე არ მგონია, რომ ეს კარგი გამონაკლისი იყოს. კონკრეტიკაც შემიძლია, მაგალითად, „ომეპრაზოლის“ შემთხვევაში - ბრენდული და ჯენერიკული მედიკამენტი, როდესაც საბაზრო ღირებულება ბრენდულის შემთხვევაში არის 15-20 ლარის ფარგლებში და ჯენერიკის არის - 12-18 ლარის ფარგლებში, ანუ, სხვაობა არის მინიმუმზე მინიმუმი, - განაცხადა პარლამენტის დროებითი კომისიის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ, „ჯი-ემ ფარმას“ წარმომადგენლის, გუგა რამიშვილის რეპლიკის საპასუხოდ, რომელმაც აღნიშნა: „თუკი რომელიმე ორიგინალი [მედიკამენტი] არის იაფი და ჯენერიკები მასთან დაკავშირებით ძალიან იაფი არ არის, ეს კარგი გამონაკლისია და არა ცუდი გამონაკლისი“.

ხუნდაძის განმარტებით, ჯენერიკული მედიკამენტების ზოგადი პრინციპია ხელმისაწვდომობა, თუმცა, იმავე მოქმედების ეფექტით, რაც ორიგინალ მედიკამენტს აქვს.

„ზოგადი პრინციპი ჯენერიკის ხომ ეს არის, რომ ფასთან კონკურენციის გამო, ის იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა, აქ ხარისხზე არ უნდა იყოს კითხვის ნიშანი, იმიტომ, რომ ბიოექვივალენტობის ხარისხიც აქ სტანდარტულად დგინდება, ანუ, მოქმედების ეფექტი უნდა იყოს ერთი და იგივე. მაშინ, სად იკარგება აზრი, ბრენდული და ჯენერიკული მედიკამენტების ფასთა სხვაობასა და ხელმისაწვდომობას შორის?“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

გუგა რამიშვილმა ხუნდაძეს განუცხადა: „მოდით, ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, წარმოგიდგენთ რაღაც მასალას, გამოგიგზავნით ან ელექტრონული ფოსტით, ან რაღაცით. ასეა თუ ისე, თუკი გენერიკული ომეპრაზოლი ღირს აქ იაფი და ორიგინალი ომეპრაზოლიც ღირს იაფი, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ გენერიკული ომეპრაზოლი უნდა გახდეს ძალიან, ძალიან, ძალიან, იმაზე იაფი, ვიდრე ვიღაცას წარმოება უჯდება, ჩემი აზრით“.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობით მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი და სექტორის საოპერაციო პროცესები განიხილება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ნავთობისა და გაზის კორპორაცია აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ახალ, 70-კმ-იან მონაკვეთს ააშენებს

30.03.2026.16:30

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ხაშური–ზესტაფონის“ ახალ 70-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას გეგმავს, რომელიც დასავლეთ საქართველოს რეგიონების უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.

სამშენებლო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება - თავდაპირველად აშენდება 36 კმ-იანი მონაკვეთი. პროექტის ფარგლებში კორპორაციამ უკვე მოამზადა „ხაშური–ზესტაფონის“ გაზსადენის (36 კმ) პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (გზშ) და გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა შემდეგი გადაწყვეტილების მიზნით.
მილსადენის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა მეორე ეტაპზე დასრულდება.

სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შეასრულებს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი ტენდერის საფუძველზე გამოვლინდება.

მაგისტრალური გაზსადენის ახალი მონაკვეთის მოწყობა ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო ქსელის განვითარების 10-წლიანი სახელმწიფო გეგმის საფუძველზე განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა