მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.3
0.017
flag
AZN 1.6097
0.0044
flag
CNY 39.703
0.0132
flag
EUR 3.1382
0.0121
flag
GBP 3.63
0.0127
flag
KZT 56.39
0.007
flag
TRY 0.0619
0.0001
flag
USD 2.7365
0.0075

ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება

news image

ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა. ჯანდაცვის მინისტრისა და ექიმების ინფორმაციით, მას გამოკვლევები და ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა.

პატრიარქის მდგომარეობა ამჟამად სტაბილური თუმცა საყურადღებო რჩება. ადგილზე იმყოფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიც.

„ექიმების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რათა რაც შეიძლება მეტად ყოფილიყო უზრუნველყოფილი პაციენტის უსაფრთხოება. ასაკის და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ვითარება მარტივი არ არის. ამჟამად პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მიმდინარეობს დაკვირვებაც და ყველა საჭირო ღონისძიების გატარებაც საიმისოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს უზრუნველყოფილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა პარამეტრი. რა თქმა უნდა დაკვირვება გაგრძელდება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

„პაციენტი შემოყვანილია კუჭიდან მასიური სისხლდენით. მას ჩაუტარდა შესაბამისი სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურები. მოთავსებულია კრიტიკული რეანიმაციის დეპარტამენტში. მდგომარეობა საყურადღებოა, ჰემოდინამიკა არასტაბილურია“, - განაცხადა ექიმმა.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გერმანიაში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა

17.03.2026.10:12

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, გერმანიის ქალაქ დუსელდორფში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენაში „ProWein Dusseldorf“ ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია მონაწილეობდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ორგანიზებით, ქართული ღვინის პროფესიული პრეზენტაცია-დეგუსტაციები გაიმართა, რომლებსაც ღვინის ექსპერტი ინგე მაინცერი, ღვინის მწერალი და ექსპერტი რობერტ ჯოზეფი, ღვინის მაგისტრები კონსტანტინ ბაუმი და იანეკ შუმანი უძღვებოდნენ. დეგუსტაციებზე განსაკუთრებული აქცენტი ქვევრის ღვინოებზე გაკეთდა. ქართულ ღვინოსთან ერთად, გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო და გასტრონომია.

„გამოფენაზე „ProWein Dusseldorf“ საქართველოს წარდგენა მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვის. ღვინის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ღვინის მწარმოებელი კომპანიების მხარდაჭერას საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიზნით, რაც მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, მოიძიონ ახალი იმპორტიორები და შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს. გამოფენის ფარგლებში გაიმართა არაერთი სემინარი და დეგუსტაცია, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ ქართული ღვინის მიმართ პროფესიონალებისა და მომხმარებლების მხრიდან დაინტერესება ძალიან დიდია“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამთა ყველაიძემ.

გამოფენას საქართველოს კონსული ქალაქ მაინის ფრანკფურტში რუსუდან ვარდოშვილი დაესწრო. ProWein Dusseldorf-ზე ღვინის წარსადგენად ქართველმა მეღვინეებმა მხარდაჭერა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.

საქართველო გამოფენაში „ProWein Dusseldorf“ 26-ედ მონაწილეობდა. გამოფენაზე, სამი დღის განმავლობაში, ქართული ღვინის შეფასების შესაძლებლობა ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სექტორის წარმომადგენლებს და გამოფენის ათეულ ათასობით სტუმარს მიეცა, რასაც გაყიდვების ზრდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

წელს გამოფენაზე „ProWein Dusseldorf“ მსოფლიოს 50 ქვეყნის 2400-მდე ღვინის კომპანია იყო წარმოდგენილი. 

გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი აქტივობებისა და ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობის შედეგად, შექმნილია ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა