მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7028.9
-0.001
flag
AZN 1.6168
-0.0002
flag
CNY 37.722
-0.0002
flag
EUR 3.13
-0.0054
flag
GBP 3.6592
0.0003
flag
KZT 53.18
0.0019
flag
TRY 0.0717
-0.0001
flag
USD 2.7492
-0.0004

ჯანდაცვის სამინისტროში, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

news image

წიგნის ჩუქების დღეს, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებს, 500-მდე წიგნი, მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა გადასცა.  

აქვე, გაიმართა მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, რომელიც  მიხეილ სარჯველაძემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძესთან ერთად დაათვალიერა

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილმა აღნიშნა, პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების მუდმივი განახლება და მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთებით გამოფენა-გაყიდვის მოწყობა, საიდან შემოსული თანხაც პირად ანგარიშზე ერიცხებათ, ხელს უწყობს  მათ სოციალიზაციას

23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე UNESCO- 1995 წელს გამოაცხადა. ინიციატივის მიზანია ლიტერატურის პოპულარიზაცია, კითხვის წახალისება და მთელი მსოფლიოსთვის, ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობის შეხსენებაამ დღესსხვადასხვა ქვეყანაში, ერთმანეთს, წიგნებს ჩუქნიან, რის აღსანიშნავადაც 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ მოიხსენიება

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები: ირაკლი სასანია, ირინე წაქაძე და თეა გიორგაძე, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი, სამინისტროსა და ცენტრის თანამშრომლები.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოში უახლოეს პერიოდში სსფ-ს მისია ჩამოვა და გვექნება უფრო საგნობრივი დისკუსია შემდგომი თანამშრომლობის ძირითად საკითხებზე - ნათია თურნავა

24.04.2025

აშშ-ში, სსფ-სა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში შევხვდით საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ და ალტერნატიულ დირექტორებს. ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

 

ასევე ვისაუბრეთ შემდგომ მისიაზე, რომელიც საქართველოში უახლოეს პერიოდში ჩამოვა და გვექნება უფრო საგნობრივი დისკუსია შემდგომი თანამშრომლობის ძირითადი საკითხების შესახებ", - განაცხადა ნათია თურნავამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორ იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორ მარნიქს ვან რეისთან შეხვედრის შემდეგ.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ასევე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები.

 

სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის იერუნ კლიკის განცხადებით, მოუთმენლად ელის საქართველოში ვიზიტს მისიის ფარგლებში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა