ჯანდაცვის სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ 603 ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ 603 ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.
აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა, ოჯახის სულადობის გათვალისწინებით, განისაზღვრება.
„სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება. მიმდინარე წელს, სააგენტომ ახალი საცხოვრებელი 1132 დევნილ ოჯახს უკვე შეუსყიდა და ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება.
სხვა სიახლეები
თამარ იოსელიანმა Google-ის წარმომადგენლებთან საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის შესაძლებლობები განიხილა
24.10.2025.17:01
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი კორპორაცია Google-ის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში რეგიონულ პროგრამას „Build With AI for Public Sector" - ს ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის ცოდნის გაღრმავებას და მონაცემებზე დაფუძნებული მმართველობის განვითარებას.
შეხვედრაზე Google-ის წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეს გააცნეს რეგიონული პროგრამა, რომლის ფარგლებში, Google-მა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით საჯარო მმართველობის ეფექტიანობისა და შედეგიანობის გაუმჯობესების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, ასევე განიხილეს ამ ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული შესაძლებლობები და რისკები.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს მთავრობა წარმატებით ახორციელებს ციფრულ პროექტებსა და პროგრამებს, რომლებიც ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებას, ინოვაციების ხელშეწყობასა და გლობალურ დონეზე კონკურენტუნარიანობის ზრდას ემსახურება. „ჩვენი მიზანია, საქართველოს ჩამოყალიბება რეგიონულ ციფრულ ჰაბად, რომელიც ევროპასა და აზიას მაღალი გამტარიანობის ოპტიკურ - ბოჭკოვანი ქსელებითა და ჰიპერ მასშტაბური მონაცემთა ცენტრებით დააკავშირებს," - აღნიშნა თამარ იოსელიანმა. მან ასევე ხაზი გაუსვა, ციფრულ წიგნიერებაში ინვესტირების გაგრძელების, ინოვაციების ხელშეწყობისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მმართველობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებას და ხაზი გაუსვა დღევანდელი ღონისძიების მნიშვნელობას ამ მიმართულებებით.
Google-ის პროექტი ითვალისწინებს ღრუბლოვანი სისტემების, ხელოვნური ინტელექტის მოდულების, ონლაინ თაღლითობის წინააღმდეგ Google-ის დაცვის სისტემების შესაძლებლობებზე, მათ მნიშვნელობასა და გამოყენებაზე ცნობიერების ამაღლებას საჯარო მოხელეებისთვის. ასევე მოიცავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებასა და Google-ის გეოინტელექტის შესაძლებლობებს, რაც საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში დაეხმარება.