მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.3
0.017
flag
AZN 1.6097
0.0044
flag
CNY 39.703
0.0132
flag
EUR 3.1382
0.0121
flag
GBP 3.63
0.0127
flag
KZT 56.39
0.007
flag
TRY 0.0619
0.0001
flag
USD 2.7365
0.0075

„ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპზე გადადის და გაზაფხულის სემესტრზე მონაწილეობის მსურველთა მიღებას იწყებს

news image

თბილისის მერიის პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპზე გადადის და 17 მარტიდან 1-ელი აპრილის ჩათვლით, გაზაფხულის სემესტრზე მონაწილეობის მსურველთა მიღებას იწყებს, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, წელს პროგრამა 2 000-მდე თბილისელს 80-ზე მეტ მოთხოვნად კურსს სრულიად უფასოდ სთავაზობს, პროგრამის განმახორციელებელ პარტნიორებს კი, სახელმწიფო სასწავლებლებთან ერთად, ემატა კერძო სექტორიც. 

„პროგრამის ახალი ეტაპის პრეზენტაციაზე მუნიციპალიტეტის მერიასა და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს მხარეთა ურთიერთთანამშრომლობას საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების სფეროში. აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს ბიზნეს სექტორის საჭიროებებზე ორიენტირებული სასწავლო პროექტებისა და პრაქტიკული პროგრამების განხორციელებას, ასევე, კადრების მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე არსებული სამუშაო ძალის დეფიციტის აღმოფხვრისა და მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

მემორანდუმს თბილისის მერმა კახა კალაძემ და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ მოაწერეს ხელი. 

„15 000-ზე მეტი კურსდამთავრებული და 75% დასაქმებული - ეს ის მაჩვენებელია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში, პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ამოქმედების შემდეგ მივიღეთ. მერიის ამ მნიშვნელოვან პროგრამას მიმდინარე წელს 2 000-მდე თბილისელი შეუერთდება, რომელიც სრულიად უფასოდ გაივლის 80-ზე მეტ მოთხოვნად კურსს. „ისწავლე და დასაქმდი“ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც სწავლის ხარისხისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ზუსტ თანხვედრაშია. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წლებში შრომის ბაზარი ითხოვდა დარგის სპეციალისტებს, რომლებიც სამწუხაროდ, დეფიციტი იყო, მივიღეთ გადაწყვეტილება, მოქალაქეებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა გადამზადების და პროფესიონალიზმის ამაღლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტი, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განათლებასა და მათ შემდგომ განვითარებას. 

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროგრამის განმახორციელებელ პარტნიორებს, სახელმწიფო სასწავლებლებთან ერთად, დაემატნენ კერძო სექტორის წარმომადგენლები. სწორედ ამიტომ, დღეს მუნიციპალიტეტსა და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციას“ შორის ფორმდება მემორანდუმი. მუნიციპალიტეტი, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, შეიმუშაოს სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამა, განაგრძოს სტუდენტთა დაფინანსება და მაქსიმალურად მოერგოს თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა და მადლობა გადაუხადა მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურს პროგრამის განხორციელებისთვის, ასევე, პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. 

პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ დედაქალაქის მერიის პროექტია, რომელშიც მიმდინარე წლიდან არსებითი ცვლილებები შევიდა. კერძოდ, პროგრამაში მონაწილეობის მინიმალური ასაკი 18-ის ნაცვლად, განისაზღვრა 16 წლით; პროგრამის გადამზადებულთათვის ამოქმედდა კარიერული კონსულტირების სერვისი, რომელიც პროგრამის მონაწილეებს დაეხმარება პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირებასა და კომუნიკაციაში. 

გარდა ამისა, თანამედროვე გლობალური ტენდენციებისა და ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით, მიმდინარე მიღებაზე გამოიკვეთა ორი პრიორიტეტული სფერო - ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და ენერგოეფექტურობა, ამ მიმართულებით კი დაემატა ისეთი ახალი კურსები, როგორებიცაა: დრონის მართვის შემსწავლელი კურსი; ელექტროდამტენების სპეციალისტი; ხელოვნური ინტელექტი ლიდერებისა და მენეჯერებისთვის; ვებსაიტების აწყობა ხელოვნური ინტელექტით და სხვა. 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება ვებგვერდზე - dasakmdi.ge. მასში მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან. სწავლა სრულად ფინანსდება თბილისის მერიის მიერ.

ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მერის მოადგილეები, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, საქართველოს პარლამენტის დელეგატები და საკრებულოს წევრები, ასევე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, „ისწავლე და დასაქმდის“ კურსდამთავრებულები და პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,ყაზბეგი“ არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

17.03.2026.13:55

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის რამდენიმე ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს (საერთო წონით 248,95 გრამი) ნაკეთობები და ძვირფასი ქვები აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 76 669 ლარი შეადგინა.

ერთი სამართალდამრღვევი პირის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო სამი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საერთო ჯამში 36 322 ლარით დაჯარიმდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა