ისარგებლეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებით 4GB-ის ფესტივალის ბილეთების შეძენისას
საქართველოს ბანკი კულტურული ინიციატივების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის - 4GB-ის მხარდამჭერია.
ღონისძიება მსმენელებს 16 მაისს, საღამოს 11 საათიდან განსხვავებული ფორმატით - მხოლოდ ერთი ღამით, რადიო ქალაქში უმასპინძლებს. წელს 4GB-ზე მხოლოდ მაიკლ მაიერი დაუკრავს.
ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი.
Early Bird კალათის ბილეთები უკვე ამოიწურა. მეორე კალათის ბილეთების გაყიდვა კი უკვე დაიწყო. საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, საქართველოს ბანკის MasterCard და Visa ბარათით გადახდისას იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
სხვა სიახლეები
მზის პანელების შეძენისა და მონტაჟის მოტივით 40 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
13.11.2026.16:35
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმ მოტივით, რომ შეიძენდა და დაამონტაჟებდა მზის პანელებს, დაზარალებულებს 40 000 ლარი ჩაარიცხინა, რომელიც მიისაკუთრა და ქვეყნის ფარგლები დატოვა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.