მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.9
-0.0097
flag
AZN 1.616
-0.0005
flag
CNY 37.797
-0.0005
flag
EUR 3.1138
-0.0005
flag
GBP 3.6525
-0.0123
flag
KZT 53.23
-0.0019
flag
TRY 0.0713
-0.0002
flag
USD 2.7483
-0.0004

ირაკლი ლექვინაძე დაზღვევის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

news image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დაზღვევის დღესთან დაკავშირებული კვირეულის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

 

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დაზღვევის სექტორში, კონკურენციის რეგულირებას GCCA-ი ახორციელებს, ხოლო მომხმარებელთა უფლებების სფეროში დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური.

 

ბოლო წლებში, ჩვენი უწყებების მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობით  არაერთი აქტუალური ბაზრის მონიტორინგი და მოკვლევა განხორციელდა, ასევე სექტორში კონცენტრაციების კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხი იქნა განხილული. განსაკუთრებით აღვნიშნავდი ავტოდაზღვევის, საბანკო/სადაზღვევო გარანტიების და საბანკო პროდუქტების დაზღვევის მიმართულებით განხორციელებულ შეფასებებს. გარდა ამისა, ჩვენს უწყებებს კოლეგებთან ერთად შექმნილი გვაქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა - საერთაშორისო კონფერენცია კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების შესახებ, რომელიც წელს უკვე მეოთხედ გაიმართება და მომხმარებელთა უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეული, რომელიც უკვე სამჯერ გაიმართა და საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებას ემსახურება. ასევე აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, საქართველოს მთავრობამ მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველ ეროვნულ სტრატეგიას დაუჭირა მხარი, რომელიც ექვსი მარეგულირებელი უწყების ერთობლივ აქტივობებს მოიცავს 2024-2027 წლებში და ითვალისწინებს სექტორში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად ქმედით ნაბიჯებს.

 

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც სექტორის სტაბილურობის და მდგრადობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ასევე ხელს უწყობს დაზღვევის თემის აქტუალიზაციას და კულტურის ჩამოყალიბებას. ჩვენთვის დაზღვევის ზედამხედველ უწყებასთან თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. მადლობა მინდა გადაგიხადოთ სექტორს თანამშრომლობისთვის. გილოცავთ ყველას დაზღვევის დღეს და გისურვებთ წარმატებებს" - განაცხადა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას  GCCA -ს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ.

 

დაზღვევის დღე ტრადიციულად 2 მაისს აღინიშნება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: დავით ონოფრიშვილი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი; ლევან დავითაშვილი, პირველი ვიცე  პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; დავით სონღულაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; შოთა ბერეკაშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი  ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე და ნათია თურნავა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მიხეილ სარჯველაძემ სარეაბილიტაციო მომსახურებაზე მორიგი შეხვედრა გამართა

02.05.2025.16:55

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მიუნსტერის უნივერსიტეტის ეპილეფსიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორს ალი გორჯის, ეპილეპტოლოგიური ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მარიამ ხალეგის, ოსნაბრუკის ჰოსპიტლის ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, კრისტოფ კელინგჰაუზისა და კარდიოლოგ ანა ჯაბაურს შეხვდა.

შეხვედრაზე, მხარეებმა, საქართველოში სარეაბილიტაციო მომსახურების შემდგომ განვითარებასა  და საკადრო დეფიციტის პრობლემის მოგვარების გზებზე ისაუბრეს.

მიხეილ სარჯველაძემ, რეაბილიტაციის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, საქართველოში, ამ მიმართულებით მოქმედი სერვისები გააცნო და აღნიშნა, რომ უწყებისთვის, სარეაბილიტაციო მომსახურების განვითარება და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვა  პრიორიტეტია.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, მჭიდრო თანამშრომლობის გასაგრძელებლად მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზეც შეთანხმდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა