მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7262.2
0.0061
flag
AZN 1.5833
-0.0003
flag
CNY 39.422
0.0031
flag
EUR 3.15
0.0001
flag
GBP 3.6369
0.0011
flag
KZT 58.11
-0.0003
flag
TRY 0.0596
-0.0001
flag
USD 2.6916
-0.0004

ირაკლი ლექვინაძე უნგრეთში OECD-GVH RCC-ის მიწვევით კონკურენციის უწყებების პირველი პირების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

news image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე, უნგრეთში, ქ. ბუდაპეშტში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ბუდაპეშტის კონკურენციის რეგიონალური ცენტრის (OECD-GVH RCC) მიწვევით, კონკურენციის უწყებების პირველი პირების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.

ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა საქართველოში კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმებზე და მიღებულ შედეგებზე. „წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების შესაძლო ფაქტების გამოვლენის და მათზე კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების მიზნით, სააგენტო  ყოველკვარტალურ მონიტორინგს ახორციელებს. აღნიშნულის ფარგლებში, 2023 წელს, საქართველოში რეგისტრირებული 40 597 ტრანზაქცია იქნა გადამოწმებული. 2023 წელს 9 კონცენტრაციაზე  გავეცით თანხმობა, საიდანაც 5 კონცენტრაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესის  შესაბამისად,  სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინებით განხორციელდა, ხოლო 4 კონცენტრაცია სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. კომპანიების კონცენტრაციების ეფექტური კონტროლის მიზნით, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების საფუძველზე მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს განხორციელებული კონცენტრაციების გადამოწმება და შეუტყობინებლობის შემთხვევაში  შესაბამისი წარმოება იწყება”, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ:  პატი ბრინქი, აშშ იუსტიციის დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი; ფრედერიკ ჯენი, OECD-ის კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარე; პოლ სიზარი, ევროკომისიის კონკურენციის დეპარტამენტის დირექტორი; ჩაბა ბალაშ რიგო, უნგრეთის კონკურენციის უწყების პრეზიდენტი; ორი შვარცი, OECD-ის კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელი; მარია პილარ კანედო, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის უნგრეთის კონკურენციის რეგიონალური ცენტრის დირექტორი და სხვები.

სამუშაო შეხვედრის ფორმატში, სხვადასხვა ქვეყნის - ალბანეთის, უკრაინის, მოლდოვეთის, ხორვატიის, სერბეთის, ჩედილოეთ მაკედონიის, რუმენეთის და ა.შ. კონკურენციის უწყებების პირველი პირები, გაფართოებული დიალოგის ფორმატში, მიმოიხილავენ  - კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების და მისი ეფექტიანად აღსრულების მეთოდებს. მათ შორის, უწყებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში დაცვის მეთოდებს და კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმებს.

 

 

 

news banner news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

01.05.2026.08:57

პირველ მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც წვიმაა, +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში დღე ნალექიანია, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი 5 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +19 იქნება დღისით, ღამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +21 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება.

ომალოშიც იწვიმებს. დღისით +14 ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა