მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7067.5
-0.0008
flag
AZN 1.5946
-0.0002
flag
CNY 37.782
0.001
flag
EUR 3.1568
0.0143
flag
GBP 3.646
0.0123
flag
KZT 50.89
0.0014
flag
TRY 0.0672
-0.0001
flag
USD 2.7118
-0.0003

ირაკლი ქარქაშაძე | რამდენად გაიზარდა ქვეყნის შემოსავლები მოგზაურობიდან

news image

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გენადი არველაძემ ენერგეტიკული გაერთიანების მე-20 საიუბილეო არაფორმალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

18.07.2025.16:12

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მე-20 საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გაიმართა. 20 წლის წინ ენერგეტიკული გაერთიანება სწორედ საბერძნეთის დედაქალაქში დაარსდა. საქართველო ამ საიუბილეო წელს ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანაა. საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა ენერგეტიკული გაერთიანების არაფორმალური მინისტერიალი. 
„ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი მიზანია. ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ 2028 წლისთვის შეთანხმების 90%-ზე მეტი განხორციელდეს, რაც ქვეყანას პრაქტიკული თვალსაზრისით მოამზადებს ევროკავშირში წარმატებული და სწრაფი გაწევრიანებისთვის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ არაფორმალურ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას. მან, საქართველოს სახელით, დაადასტურა ევროპული გზისა და საერთო ენერგეტიკული მომავლის მიმართ ურყევი ერთგულება და აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, ითანამშრომლოს ევროკავშირთან და ყველა შესაბამის პარტნიორთან და ამით წვლილი შეიტანოს უფრო უსაფრთხო და სტაბილურ შავი ზღვის რეგიონის შექმნაში.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმაზე, კერძოდ, ენერგეტიკული ბაზრის სამიზნე მოდელზე, რომლის ამოქმედება გადაიდო. „საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ინტეგრაცია ევროპულ ბაზართან, ამ ეტაპზე, ფიზიკურად შეუძლებელია. ჩვენი გადამცემი სისტემები ჯერ არ არის ურთიერთდაკავშირებული. შესაბამისად, ბაზრის შეერთებისა და ბაზრის სრული ინტეგრაციის მიზნები ვერ მიიღწევა „ელექტროენერგიის ინტეგრაციის პაკეტის" მოქმედი ნაწილების განხორციელებითაც კი და საქართველოში ევროკავშირის ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის შექმნით. საქართველოს ეს გამოწვევა კარგად არის ცნობილი და სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ენერგეტიკული ბაზრის ე.წ. „სამიზნე მოდელის" სრული ურთიერთსარგებელი მხოლოდ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის შემდეგ გახდება შესაძლებელი," - აღნიშნა გენადი არველაძემ. მისი თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სრულად მომზადებული იყოს ამ მომენტისათვის.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველო უკვე დგამს მოსამზადებელ ნაბიჯებს ამ მიმართულებით - ახორციელებს ენერგოეფექტურობის რეგულაციებს, მხარს უჭერს  განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას და სხვ. მისი თქმით, გასულ წელს საქართველომ დაიწყო „სამიზნე მოდელის" ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი და მისი პოტენციური გავლენა ქვეყანაზე. „მიღებული დასკვნების საფუძველზე, ჩვენ გადავწყვიტეთ „სამიზნე მოდელის" სრული განხორციელება ორი წლით გადაგვედო. ამჟამად ვმუშაობთ მკაფიო საგზაო რუკის შემუშავებაზე, რათა გადავჭრათ ყველა იდენტიფიცირებული გამოწვევა. ველით, რომ ყოველივე შეთანხმდება ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან," - აღნიშნა გენადი არველაძემ. 
ენერგეტიკული გაერთიანების არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილმა. 
ენერგეტიკული გაერთიანება საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობას ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგეტიკული მდგრადობისა და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევის კუთხით. საქართველომ, რომელიც ორგანიზაციაში 2017 წელს გაწევრიანდა, პირველად ჩაიბარა მისი თავმჯდომარეობა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა