მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
შაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7029.3
-0.0405
flag
AZN 1.5873
-0.0034
flag
CNY 37.706
0.0028
flag
EUR 3.1536
0.017
flag
GBP 3.6399
0.0124
flag
KZT 50.38
0.0006
flag
TRY 0.0658
-0.0002
flag
USD 2.6984
-0.0067

ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების და ხელშეწყობის მიმართულებით ხელმისაწვდომია მთელი რიგი პროგრამები, მათ შორის, წარმატებული რეგიონული სტარტაპებისთვის - ირაკლი ნადარეიშვილი

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ინოვაციური სტარტაპ - ეკოსისტემის განვითარების და ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ თანამშრომლობას და ხელმისაწვდომია მთელი რიგი პროგრამები, მათ შორის, წარმატებული რეგიონული სტარტაპებისთვის. ამ კონტექსტში ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უზბეკეთის მხარეს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გამართული სტუდენტური ბანაკის მნიშვნელობას, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ეხებოდა. ბანაკის მიმდინარეობისას, ქართველ და უზბეკ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ერთობლივად ემუშავათ საინტერესო პროექტებზე ხელოვნური ინტელექტის განვითარების, კიბერუსაფრთხოების, მანქანური სწავლების და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიური მიმართულებით.

„ასეთი ბანაკები რეგულარულ ხასიათს ატარებს - როგორც სტუდენტებისთვის, ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის იმართება მთელი წლის განმავლობაში და სხვადასხვა თემატიკით ხასიათდება, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიების მიმართულებით, სადაც ახალგაზრდებს საშუალება აქვთ, იმუშაონ კონკრეტულ პროექტებზე, გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და მაღალკვალიფიციურ მენტორებთან ერთად შექმნან პირველი ინოვაციური პროდუქტები" - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, მიმდინარე თვეში ორი ბანაკი გაიმართა კახეთსა და ბაკურიანში, რომლის მონაწილეები, ერთი კვირის განმავლობაში, აქტიურად იყვნენ ჩართული სალექციო პროცესებში, ეცნობოდნენ ხელოვნების, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის ფუნდამენტურ პრინციპებს და მათ გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. აღსანიშნავია, რომ ბაკურიანში გამართულ ბანაკში, ქართველებთან ერთად, მონაწილეობდნენ უზბეკი სტუდენტებიც.

ბანაკში მონაწილეობისა და მასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ანაზღაურებას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს. ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ ცოდნისა და ინტერესის გაზრდას და მათი უნარების განვითარებას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image GCCA-იმ სოკართან პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა

27.08.2025.10:42

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ნავთობპროდუქტების საბითუმო და საცალო რეალიზაციის სექტორში,  შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმთან" პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება გაფორმა. 

კერძოდ, GCCA-ს და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:

მომხმარებლებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით, საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად, 30 კალენდარული დღით ადრემიაწოდოს ინფორმაცია „ენერჯი ბარათით" გათვალისწინებული ფასდაკლებით სარგებლობის და ქულების დარიცხვის წესებისა და პირობების ცვლილების თაობაზე.

- მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით, მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია დაგროვილი ქულების შესახებ და ლოიალობით გათვალისწინებული ბონუსის შესახებ.

GCCA-ის გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა -  სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა