მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.8
-0.0011
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 38.314
0.0016
flag
EUR 3.1636
0.0017
flag
GBP 3.6022
0.0056
flag
KZT 52.36
-0.0009
flag
TRY 0.0631
0
flag
USD 2.6979
0

ინგა ფხალაძემ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მინისტერიალის 23-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ავსტრიის ქალაქ ვენაში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საქართველო აღნიშნული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანაა.

მინისტერიალის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. ინგა ფხალაძის თქმით, საქართველო არის და დარჩება ევროპის სანდო და თანასწორი პარტნიორი, მათ შორის, რეგიონული ენერგეტიკული პროექტების მიმართულებით. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომლითაც საქართველო ევროკავშირის ენერგეტიკულ სისტემას დაუკავშირდება. აგრეთვე მწვანე ენერგეტიკულ დერეფანზე, რომლის განვითარებაში საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთია ჩართული. ინგა ფხალაძემ დადებითად შეაფასა ევროკომისიის მიერ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ორმხრივი ინტერესის სტატუსის მინიჭება.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ენერგოეფექტურობის ამაღლება და განახლებადი ენერგეტიკის განვითარება ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებებია. ინგა ფხალაძის თქმით, საქართველო ახორციელებს კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაციას,  კერძოდ, მიღებულ იქნა კანონქვემდებარე აქტები ენერგოეფექტურობის ამაღლების კუთხით, ასევე მიმდინარეობს მუშაობა ცვლილებებზე განახლებადი ენერგეტიკის კანონში.

„საქართველოსთვის თავმჯდომარეობის ეს წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან კიდევ ერთხელ წარმოჩინდა ჩართულობისა და ღია დიალოგის მნიშვნელობა. ჩვენ ყველა პარტნიორთან კონსტრუქციული ურთიერთობის ერთგული დავრჩით, შევინარჩუნეთ სრული მზადყოფნა უმაღლეს დონეზე აქტიური მონაწილეობისთვის და ჩვენი ქმედებებით დავამტკიცეთ, რომ საქართველო საკუთარ თავს  საიმედო და თანასწორ პარტნიორად განიხილავს. გვჯერა, რომ უწყვეტი დიალოგი და თანამშრომლობა აუცილებელია ურთიერთნდობისა და გაგების გასაძლიერებლად," - აღნიშნა ინგა ფხალაძემ. 

მინისტერიალის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორ არტურ ლორკოვსკისთან, ასევე სხვა ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებთან.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გაყინული ქათმის ხორცის პროდუქცია ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

19.12.2025.14:17

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი" და „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა", სასაზღვრო-საკარანტიკო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, უფლებამოსილი პირების მიერ, შეჩერებული იქნა 50 487კილოგრამი ქათმის გაყინული ხორცით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება.

აღნიშნული ტვირთის შემოწმების შედეგად, გამოვლინდა ტრანსპორტირების პირობების უხეში დარღვევა და პროდუქციის მიკრობიოლოგიური დაბინძურება.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის #463 დადგენილების შესაბამისად, პროდუქცია ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა