ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა 74 ახალგაზრდას ექნება - მზია გიორგობიანი
„ველოდებით ახალ სტაჟიორებს, რომლებიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს გუნდთან ერთად საინტერესო პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ არჩეულ პროფესიაში,- ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა განაცხადა.
მზია გიორგობიანის თქმით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შარშანდელი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, 2025 წელსაც გამოცხადდა 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის - ინფრასტრუქტურის სამინისტროში და მის დაქვემდებარებულ უწყებებში.
განაცხადების მიღება დაიწყება 1 სექტემბერს და გაგრძელდება 10 სექტემბრის ჩათვლით.
წელს სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა 74 ახალგაზრდას ექნება. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება არქიტექტორებზე, მშენებლებზე, სამოქალაქო და ჰიდროინჟინრებზე, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, მშენებლობის მენეჯმენტის, ასევე გზებისა და ხიდების მშენებლობის სპეციალისტებზე.
„2024 წლის პროგრამა საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა — ინფრასტრუქტურის სამინისტროში სტაჟირება გაიარა ყველა კანდიდატმა, ვინც საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა. სულ 18-მა ახალგაზრდამ გაიარა პრაქტიკა, სტაჟირების ვადა კი ყველა მათგანს გავუხანგრძლივეთ, ხოლო ერთ-ერთი მათგანი დღეს უკვე ჩვენი თანამშრომელია,”-აღნიშნა მზია გიორგობიანმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
21.08.2025.16:20
გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ, - აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც უწყებამ 11 ივლისს საკანში გიორგი ბაჩიაშვილსა და კ. მეტრეველს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამოძიების ფარგლებში მიმდინარე დისციპლინური წარმოების შესახებ გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციაში მიმდინარეობს გამოძიება, მ/წ 11 ივლისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულების საკანში კ. მეტრეველსა და გ. ბაჩიაშვილს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე - საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის 1-ნაწილით.
„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა პენიტენციური სამსახურის გარკვეული თანამშრომლების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიმართვის საფუძველზე, მ/წ 19 აგვისტოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში დაიწყო დისციპლინური წარმოება.
დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოიკითხნენ სხვადასხვა პირები, მათ შორის N8 დაწესებულების ხელმძღვანელი, დაწესებულებისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი, მსჯავრდებული კ. მეტრეველი, ასევე სხვა მსჯავრდებული პირები, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის კონტაქტი მსჯავრდებულ ბაჩიაშვილთან.
შემოწმების შედეგად ამ ეტაპზე გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ.
ასევე, გარკვეულ ეჭვებს ბადებს კ. მეტრეველის ბ. ბაჩიაშვილთან ერთ საკანში მოთავსების მოტივაციაც.
დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებების შესწავლისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიმდინარე გამოძიებისა და შიდასამსახურებრივი შემოწმების პირობებში, ხელმძღვანელი პირები კვლავაც ინარჩუნებდნენ თანამდებობებს, რასაც შესაძლოა ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში, N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დ. გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გ. ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს", - ვკითხულობთ განცხადებაში.