მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7126.5
0.0132
flag
AZN 1.6024
0.003
flag
CNY 38.248
0.0065
flag
EUR 3.1638
0.0116
flag
GBP 3.628
-0.001
flag
KZT 50.59
0.0007
flag
TRY 0.0649
0.0001
flag
USD 2.7241
0.0041

იმერეთში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

news image

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს იმერეთის რეგიონში ატარებს. ბაღდათის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია 30 ერთეული სპეცტექნიკა. ექვს ადმინისტრაციულ ერთეულში - დიმში, პირველ ობჩაში, მეორე ობჩაში, ფერსათში, როხასა და წითელხევში 1800 ჰა ტერიტორია თერმული ნისლის მეთოდოლოგიით დამუშავდა.

ღონისძიებები სოფლების გარე და შიდა პერიმეტრებზე, უსაფრთხოების წესების დაცვით, საღამოს საათებში მიმდინარეობს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, დაგეგმილი წამლობის შესახებ მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ტყის მასივებიდან საცხოვრებელი სახლებისა და შენობა-ნაგებობისკენ მიგრირებული მავნებლის საწინააღმდეგოდ, სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების პარალელურად, საკუთარ საკარმიდამო ტერიტორიებზე მექანიკური საშუალებები გამოიყენოს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი აგრო ფორუმს დაესწრო

24.10.2025.17:30

"აჭარის აგრარული შესაძლებლობები“-ს ფორუმზე ედნარ ნატარიძემ პანელურ დისკუსიაში ეკონომიკური სექტორების დივერსიფიკაციაზე, საექსპორტო ბაზრების ათვისებაზე და სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკა აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას ეფუძნება. ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი მაღალმთიან აჭარაზე კეთდება, სადაც ტურისტული, საგზაო, კომუნალური და სპორტული ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება. ეს ფაქტორები ხელს უწყობს სოფლად ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, ტურისტული ნაკადების ზრდას და მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობებს აჩენს ადგილობრივი საოჯახო მეურნეობებისთვის. 

ბოლო წლების ერთ-ერთ მთავარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოელი ტურისტებისთვის, აჭარა აღარ ასოცირდება მხოლოდ ზღვისპირა ზონასთან. ოთხ სეზონზე მორგებული ტურიზმის პოლიტიკა სხვა მომიჯნავე სექტორებს მნიშვნელოვნად განავითარებს და ამ კუთხით ჩვენ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ"- განაცხადა ედნარ ნატარიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა