მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7204.9
-0.0174
flag
AZN 1.6019
-0.0019
flag
CNY 39.521
-0.0012
flag
EUR 3.1471
0.0188
flag
GBP 3.6424
0.0228
flag
KZT 56.63
-0.0005
flag
TRY 0.0615
0
flag
USD 2.7231
-0.0033

ილია მეორის დაკრძალვის დღეს, 22 მარტს ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო - თბილისის მერია

news image

თბილისის მერიის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის დღეს, 22 მარტს ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო.

„ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილიდან, კერძოდ კახეთიდან და ქვემო-ქართლიდან ჩამოსული ავტომანქანების პარკირებისთვის განკუთვნილი იქნება შემდეგი ლოკაციები:

ევროპის მოედანზე, მეტეხის ხიდზე, ასევე კრწანისის მოედნიდან აბანოებამდე მარჯვენა სანაპიროზე.

დასავლეთიდან წამოსული სატრანსპორტო საშუალებებისათვის კი პარკირების ადგილი გამოყოფილი იქნება:

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და ასევე თავისუფლების მოედანზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და მწვრთნელი სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ

22.03.2026.10:52

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და მწვრთნელი სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დღეს დაკრძალავენ. ამასთან დაკავშირებით სამების ტაძარში წირვა მიმდინარეობს

 

სამებისკენ მიმავალ გზაზე მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება. იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სამებაში ამ სამგლოვიარო დღეებში, გადაწყდა, რომ დღესაც, წირვის დროს იქნება დატოვებული ერთი დერეფანი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მრევლს უწყვეტად კვლავ შეეძლება შესვლა და პატრიარქისთვის პატივის მიგება. ამასთან, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, გადასვენების დროს დერეფნის გასწვრივ, ორივე მხარეს განლაგდნენ.

მოქალაქეები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია II-სთან გამოსამშვიდობებლად სიონის ტაძარშიც დილიდან იკრიბებიან. სამების საკათედრო ტაძრიდან ფეხით მსვლელობა სიონის საკათედრო ტაძრისკენ 15:00 საათზე უნდა დაიწყოს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა