ილია მეორის დაკრძალვაზე მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვა
ილია მეორის დაკრძალვაზე მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მსოფლიო პატრიარქი დაესწრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვას.
ცნობისთვის, მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა ბართლომეოსმა წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში ნეტარხსენებული საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
სხვა სიახლეები
ჩვენ ვაღიარებთ პატრიარქის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში და მის სულიერ ლიდერობას - ბელგიის საელჩო
19.03.2026.10:18
საელჩო უსამძიმრებს საქართველოს მოსახლეობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, - ნათქვამია ბელგიის საელჩოს განცხადებაში.
„ჩვენ ვაღიარებთ მის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში და მის სულიერ ლიდერობას მილიონობით მორწმუნისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.