მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

„იგლ ჰილსის" პროექტი შექმნის ღირსეული დასაქმების ახალ, ძალიან დიდ შესაძლებლობებს და, თავისი მასშტაბურობით, ხელს შეუწყობს შრომითი მიგრაციის შემცირებას ჩვენი ქვეყნიდან - მარიამ ქვრივიშვილი

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, „იგლ ჰილსის" პროექტში,  სხვა მნიშვნელოვან  ბენეფიტებთან ერთად, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ახალი შესაძლებლობები, რაც, ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნიდან შრომითი მიგრაციის შემცირებას. პროექტის ფარგლებში, თბილისსა და გონიოში, ჯამურად, 30 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება,  

„პროექტს აქვს ძალიან დიდი დატვირთა კომერციულ სივრცეებზე, ასევე გვექნება და   განვითარდება ახალი განთავსების ობიექტები, სასტუმროები, რესტორნები, რომლებიც სრულად მიმართული იქნება ადგილობრივი მეწარმეების ჩართულობაზე და თავისთავად, დასაქმების შესაძლებლობებზე. ჩვენ, ერთი მხრივ, უზრუნველვყოფთ იმას, რომ საქართველოს  მოსახლეობას ექნება ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა ამ პროექტის ფარგლებში და, მეორე მხრივ, დარწმუნებულები ვართ, რომ სწორედ ეს პროექტი, თავისი მასშტაბურობით, ხელს შეუწყობს შრომითი მიგრაციის შემცირებას ჩვენი ქვეყნიდან" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მნიშვნელოვანია, რომ ისტორიული პროექტი ადგილობრივი სპეციალისტების ჩართულობით განხორციელდება - დასაქმდებიან ქართველი არქიტექტორები, დიზაინერები, მშენებლები, ინჟინრები, ისევე, როგორც უკვე დასრულებულ პროექტში დასაქმდებიან საქართველოს მოქალაქეები. 6,5 მილიარდიანი პროექტი ასევე განსაკუთრებულ გავლენას იქონიებს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების დინამიკაზე - მოსალოდნელია ყოველწლიურად ტურისტების 350 000-ზე მეტით ზრდა. წინასწარი პროგნოზით, პროექტის განხორციელება  აგრეთვე ხელს შეუწყობს დამატებით, 10 მილიარდ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას. სპეციალისტების მოსაზრებით, რეალისტურია, რომ უახლოეს წლებში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდით საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდეს, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს „იგლ ჰილსის" უპრეცედენტო ინვესტიცია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სპეკულაციურ განცხადებებს უკანონო მიგრაციის პოტენციურ ზრდაზე Eagle Hill - ის მასშტაბურ ინვესტიციასთან კავშირი არ აქვს - მარიამ ქვრივიშვილი

10.11.2025.11:14

„ვხედავთ მიზანმიმართულ ტყუილებს და მცდელობას, მიგრაცია დაკავშირებული იყოს ინვესტიციასთან. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოში არსებობს მიგრაციის კანონი. მეტიც,  ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია მკაცრი პოლიტიკით უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით. ამდენად Eagle Hills-ის მასშტაბური ინვესტიციის ფარგლებში რისკი უკანონო მიგრაციის მიმართულებით ნულოვანია" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსგავს სპეკულაციურ განცხადებებს და უკანონო მიგრაციის პოტენციურ ზრდასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს Eagle Hill - ის ინვესტიციასთან კავშირი არ აქვს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოში უპრეცედენტო მოცულობის - $6,5 მილიარდზე მეტი ღირებულების, ორ პროექტი განხორციელდება.  აღნიშნული საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უცხოური ინვესტიციაა, რომელიც თბილისის და ბათუმის იარსახეს გარდაქმნის და ქალაქებში გლობალური ცნობადობის კომპლექსებს შექმნის. პროექტები თბილისსა და გონიოში ხელს შეუწყობს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, წლიურად ასობით ათასი ვიზიტორის მოზიდვას  და  ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა