იგლ ჰილს"-ის საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი მესიჯია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის - ირაკლი ნადარეიშვილი
 
            „იგლ ჰილს"-ი არ არის უბრალოდ მსხვილი კომპანია და მოჰამედ ალაბარი არ არის უბრალოდ მსხვილი კომპანიის ინვესტორი ან დირექტორი. ის არის გლობალური ბიზნეს ლიდერი, რომლის სახელსაც უკავშირდება მსოფლიოში უნიკალური პროექტები. ბიზნესში ის არის ადამიანი, რომლის პირად გადაწყვეტილებებს უყურებს მსოფლიო საინვესტიციო ბიზნეს ელიტა და ჩვენ ვგრძნობთ უკვე ამ დამოკიდებულებას, მათ შორის, სხვადასხვა მიმდინარე პროექტებში", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და რეპუტაციულ ეფექტზე ისაუბრა, რომელსაც „იგლ ჰილს"-ის მიერ საქართველოში 6,5 მილიარდზე მეტი ინვესტიცია მოიტანს. ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, „იგლ ჰილს"-თან მოლაპარაკებების პროცესი ხანგრძლივი და კომპლექსური იყო, რომელშიც საქართველოს მხრიდან ყველა უწყებამ მაღალ დონეზე იმუშავა. ამასთან, „იგლ ჰილსის" მხრიდან, მოჰამედ ალაბარი პროექტში პირადად არის ჩართული, ხელმძღვანელობს და იღებს გადაწყვეტილებებს ძირითადად ფუნდამენტურ საკითხებზე.
„ეს არის გლობალური კომპანია, გლობალური ჯგუფი, რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს და მისი საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი მესიჯია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ეს არის იმის ყველაზე კარგი ილუსტრაცია, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო გარემოა, ბიზნესის კეთების სიმარტივე. ასევე საუკეთესო დასტურია იმ რეიტინგების, რომელთაც რეპუტაბელური საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები წლების განმავლობაში აქვეყნებენ - საქართველო ლიდერობს, როგორც ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო და საგადასახადო გარემოს ქვეყანა, რეგულირების თვალსაზრისით, თავისუფალი ვაჭრობის საერთაშორისო ხელშეკრულებებით და ა.შ. ის პაკეტი, რითიც ჩვენი ქვეყანა პოზიციონირებს საერთაშორისო ინვესტორებთან, გამართლდა და დადასტურდა მსოფლიო დონის ინვესტორის პირადი გადაწყვეტილებით", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
 
            
            
        სხვა სიახლეები
 თითოეული უნივერსიტეტი თუ საგანმანათლებო პროგრამა ზუსტად უნდა ასახავდეს იმ მოთხოვნას, რაც ბიზნესის საჭიროებას პირდაპირპროპორციულად ემთხვევა - მარიამ ქვრივიშვილი
                თითოეული უნივერსიტეტი თუ საგანმანათლებო პროგრამა ზუსტად უნდა ასახავდეს იმ მოთხოვნას, რაც ბიზნესის საჭიროებას პირდაპირპროპორციულად ემთხვევა - მარიამ ქვრივიშვილი
                31.10.2025.15:46
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო უმაღლესი განათლების რეფორმის საკითხებზე ბიზნეს სექტორთან გამართულ შეხვედრაში, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლით გაიხსნა.
ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში ეს განათლების სფეროში უმნიშვნელოვანესი რეფორმაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა უზრუნველყოს სექტორებისთვის მაკრო შეფასების გაკეთება.
„თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ უზრუნველვყოთ და დავაბლანსოთ შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი, მოვახდინოთ მომდევნო წლების შესაძლებლობების დაგეგმარება, რასაც თითოეული დამსაქმებელი შექმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. ამავდროულად სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს მაკრო შეფასების გაკეთება უშუალოდ სექტორებისთვის. დღევანდელი შეხვედრისთვის ჩვენ პატარა სიმულაცია გავაკეთეთ და ვნახეთ, თუ მომდევნო წლის და ასევე ხუთი წლის შეფასებით, რამდენ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის ბიზნესი, ასევე - სად არის გამოწვევები - კონკრეტულად რომელ პოზიციებზე, რომელ სექტორებში. შემდგომ გავაკეთეთ მაკრო შეფასება იმ ახალ სექტორებთან მიმართებაში და ახალი ინვესტიციების გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ველოდებით, ან უკვე ვიცით, რომ განხორციელდება", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის სხვა წევრებმა - განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა, ასევე პარლამენტის წევრმა შოთა ბერეკაშვილმა.
"ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები და ერთიანი ძალისხმევით შევქმნათ ახალი გზამკვლევი, რომლითაც გვეცოდინება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას თითოეულ დარგში სად აქვს გამოწვევა, სად არის კადრის დეფიციტი ან პირიქით. შემდეგ კი, სწორი მოდელით, კარგად ვიმუშაოთ განათლების სამინისტროსთან, რათა თითოეული უნივერსიტეტი თუ საგანმანათლებო პროგრამა ზუსტად ასახავდეს იმ მოთხოვნას, რაც ბიზნესის საჭიროებას პირდაპირპროპორციულად ემთხვევა", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, პროფესიული განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, როგორიცაა - საინფორმაციო, სტუმარმასპინძლობის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის სექტორები და ა.შ.
„პრემიერმა დღეს არაერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ახალი სამუშაო ძალის გენერირება და პროფესიული განათლება ნამდვილად აჩქარებს ამ პროცესს. ჩვენ ძალიან მოტივირებულები ვართ, რომ თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობით უმოკლეს ვადებში პრემიერ-მინისტრს წარვუდგინოთ ბიზნესისა და სახელმწიფოს შეჯერებული პოზიცია - მომდევნო ხუთწლიან პერსპექტივაში რომელ სექტორებში, რომელ პოზიციებზე და რომელ კონკრეტულ ადგილებზე იქნება საჭიროება იმისთვის, რომ განათლების რეფორმა - იქნება ეს უმაღლესი თუ პროფესიული განათლება, სრულად იყოს ამ ლოგიკაზე აწყობილი, რათა თითოეულ კურსდამთავრებულს ნამდვილად ჰქონდეს შესაძლებლობა შემდგომში სახელმწიფო თუ კერძო სექტორში დასაქმდეს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
