იაპონიის ქალაქ სენდაიში ქართული ღვინო წარადგინეს
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის Red Bridge ორგანიზებით, იაპონიაში, მიაგის პრეფექტურის ადმინისტრაციულ ცენტრში, სენდაიში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა.
ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები, ე.წ. Road Show იაპონიის ქალაქებში - საპორო, სენდაი და ტოკიო, 7-13 აპრილის პერიოდში იმართება.
სენდაიში ქართული ღვინის წარდგენას Red Bridge-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა, რომელმაც ქართული ღვინის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, ტრადიციების, ვაზის ძირითადი ჯიშებისა და თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიის განვითარების შესახებ.
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. 2025 წელს აღნიშნულ ბაზარზე ექსპორტირებული იყო 200 ათას ლიტრამდე ქართული ღვინო, რაც 42%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
იაპონიის ბაზარი გამოირჩევა მაღალი ხარისხის პროდუქციისადმი განსაკუთრებული მოთხოვნითა და ავთენტური, განსხვავებული გემოებისადმი მზარდი ინტერესით. შესაბამისად, აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობს როგორც ექსპორტის ზრდას, ასევე წარმოების სტანდარტებისა და მარკეტინგული სტრატეგიების დახვეწას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში აძლიერებს ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზარზე.
სხვა სიახლეები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
10.04.2026.12:48
10 აპრილს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +15 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +15, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც იწვიმებს, +11 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმს, დღისით +11 გრადუსი, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც იწვიმებს, დღისით +10 გრადუსი, ღამით კი 1 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში თოვლს ელოდებიან. ტემპერატურა დღისით 2, ღამით -3 დაფიქსირდება.
ბორჯომშიც წვიმიანი დღეა, +10 იქნება დღისით, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +13 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმს, ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში 1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოშიც თოვლია. დღისით 3 ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში 13 გრადუსი იქნება, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება თელავში, +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 6 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმა იქნება გურჯაანში. დღისით +12 გრადუსი, ღამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში სავარაუდოდ, უნალექო დღე იქნება, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 6 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმს რუსთავში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში წვიმაა ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.