მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7061.8
-0.0095
flag
AZN 1.6025
-0.0005
flag
CNY 37.987
0.0063
flag
EUR 3.1599
0.0345
flag
GBP 3.7079
0.06
flag
KZT 52.57
0.0038
flag
TRY 0.0687
0.0001
flag
USD 2.7252
-0.0008

ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს - ამინდის უახლოესი დღეების პროგნოზი

news image

საქართველოს მასშტაბით, დროებით ღრუბლიანობა მოიმატებს, უმეტესად კი უნალექო ამინდი შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მზიანი ამინდი კვირის ბოლომდეა მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია პროგნოზირებული, ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსი იქნება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რამდენი კურსდამთავრებული ჰყავთ ყოველწლიურად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს

25.06.2025.15:00

2024 წელს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა სულ 29 571 ადამიანმა დაასრულა. ეს მაჩვენებლები კი 12.4%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებლებზე. 2023 წელს სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა სულ 26 312 ადამიანმა დაასრულა. 

კურსდამთავრებულებიდან 60.2 პროცენტი არის ქალი, ხოლო 39.8 პროცენტი - კაცი.


2024 წლის სტატისტიკით, 2024 წელს უმაღლესი კურსდამთავრებულების სტატისტიკაში 56,1%-ი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებზე მოდის.

2024 წელს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ 16 603 შეადგინა, ხოლო კერძო უმაღლესმა  სასწავლებელმა - 12 968.

გასულ წელს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატი, საუბარია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უმაღლეს სასწავლებლებზე  17 962 სტუდენტმა დაასრულა, ხოლო მაგისტრატურა, დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) პროგრამა, რეზიდენტურა კი 9 748 სტუდენტმა. რაც შეეხება პროფესიულ პროგრამას მას 2024 წელს 1 861 კურსდამთავრებული ჰყავდა.

საგულისხმოა, რომ ბოლო წლებში უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა რაოდენობა მზარდია. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა