მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7273.7
0.0046
flag
AZN 1.6139
-0.0018
flag
CNY 39.909
0.0189
flag
EUR 3.1924
0.0169
flag
GBP 3.6893
0.0251
flag
KZT 56.2
0.0101
flag
TRY 0.0623
0
flag
USD 2.7438
-0.0032

გვექნება წარდგენა მთავრობასთან [შრომის ბაზრის კვლევის შედეგებით] რომელი მიმართულებით, რა რაოდენობის სამუშაო ადგილების საჭიროებაზეა საუბარი - გივი მიქანაძე უმაღლესი განათლების რეფორმაზე

news image

2026 წელი არსებითად მნიშვნელოვანია განათლების რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძე, რომელიც დღეს გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მისი განმარტებით, რეფორმის თვალსაზრისით სწორედ 2026 წელს არის მნიშვნელოვანი ეტაპები განსახორციელებელი. 

„წლევანდელი წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი ორივე რეფორმისთვის და განსაკუთრებით უმაღლესის ნაწილში. იმიტომ, რომ კონცეფცია უკვე დამტკიცებულია, პირველი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა, რომლითაც ჩვენ თითქმის 80% მიმართულებებში გადავდივართ 3 წლიან საბაკალავრო პროგრამაზე. ასევე შემოგვაქვს სამაგისტრო სტანდარტული 1 წლიანი, ხოლო ვისაც უნდათ მესამე საფეხურზე, ანუ რაც დოქტორანტურაში გააგრძელონ სწავლა კიდევ დამატებით ერთ წლიანი. იმიტომ, რომ მინიმუმ 120 კრედიტის მოთხოვნა არის. თავდაპირველად იყო 3+1 მოდელზე საუბარი, შემდგომში როდესაც დისკუსიების შედეგად ჩვენ ვნახეთ, რომ კიდევ 1 წლის დამატება გვჭირდება იმისთვის, რომ ის სტანდარტი დავაკმაყოფილოთ  რაც აუცილებელია, რომ მესამე საფეხურის სასწავლო პროცესისთვის იყოს უზრუნველყოფა და შესაბამისი კრედიტების, რა თქმა უნდა ჩვენ ეს გავითვალისწინეთ და იმ დოკუმენტში აისახა, რომელიც მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა. ჩვენ ძალიან ინტენსიურად მივყვებოდით პროცესს, მთელი 2-3 კვირის განმავლობაში სამინისტროში ცხრამეტივე სახელმწიფო უნივერსიტეტთან გვქონდა შეხვედრა, სადაც დეტალურად გავიარეთ ყველა ის პროგრამები, ყველა ის მიმართულებები, საერთაშორისო ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამები და ასე შემდეგ, რომელიც თითოეულ უნივერსიტეტს აქვს, ახლა მიმდინარეობს ამ ინფორმაციის განზოგადება და შეჯერება და იანვრის ბოლოსთვის ჩვენ უკვე გვექნება წარმოდგენილი კონკრეტული სურათი, იმისა თუ რომელ უნივერსიტეტში, რა ფუნქციური მიმართულება გადანაწილდეს. თქვენ იცით, რომ არის ასეთი პრინციპი ამ რეფორმის ფარგლებში „ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი“. ეს ხარისხის ამაღლების და კონცენტრაციის კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამასთანავე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ჩვენი ჩართულობითა და ბიზნეს სექტორის აქტიური მონაწილეობით ჩაატარა ძალიან მნიშვნელოვანი ბაზრის კვლევა, თუ რა პროფესიების მიმართულებით, რა რაოდენობის სპეციალისტების მოთხოვნილება არის ბაზარზე. დეკემბრის ბოლოს ამ კვლევის პირველადი სურათი უკვე გამოკვეთილი იყო და ახლა უკვე მიმდინარეობს ამ კვლევის შედეგების საბოლოო სახის მიცემა, რომელსაც ჩვენ ამ თვის ბოლომდე შევაჯერებთ და ამ კვლევიდან გამომდინარე, ბაზრის მოთხოვნილებიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ ბაზრის მოთხოვნილებაზე, პულსზე ხელი უნდა გვეჭიროს და მუდმივად, ყოველწლიურ რეჟიმში ამ საკითხს ვიკვლევდით, იმისთვის, რომ ვიცოდეთ რა მოთხოვნებზე გავდივართ და სწორედ ამას მივაბათ სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის მიცემული დაკვეთა. შესაბამისად, ჩვენ გვექნება წარდგენა მთავრობისათვის თუ რომელი მიმართულებით, რა რაოდენობის ადგილებზეა საუბარი. თუმცა ჩვენი პოლიტიკური ხედვაა არის, რომ ამ ადგილების რაოდენობა საერთო ჯამში არ უნდა აღემატებოდეს და არ უნდა იყოს განსხვავებული იმისა, რაც წინა წლებში 31 ათასი სტუდენტის ჩარიცხვას ეხებოდა. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად ორიენტირებულები ვართ, რომ ეს პროპორციები სწორედ ბაზრის კვლევიდან გამომდინარე გადანაწილდეს და ვფიქრობთ, რომ იანვრის ბოლო, განსაკუთრებით თებერვლის  პირველი ნახევარი იქნება ძალიან აქტიური, როდესაც ჩვენ დამატებითი ცვლილებების პაკეტს წარვადგენთ პარლამენტში, როდესაც ჩვენ მთავრობას წარვუდგენთ კონკრეტულ ხედვებს, რომელიც დადგენილებით უნდა დამტკიცდეს, რისი მიღების და დამტკიცების შემდეგაც კონკრეტულ აქტიურ ფაზაში გადავალთ, რომ მიმდინარე 2026 წელი არსებითად მნიშვნელოვანია ამ რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპები ამ წელს არის განსახორციელებელი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სებ-ის ახალი წესის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საფინანსო სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაა - ნინო ჯელაძე

10.03.2026.18:10

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ვირტუალური აქტივების რეგულირების გაძლიერებასთან დაკავშირებულ ახალ წესზე ისაუბრა.

ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესი შეიმუშავა, რომელიც სტაბილქოინის პირველად შეთავაზებას აწესრიგებს. რეგულაცია მიზნად ისახავს როგორც არსებული რეგულაციების შეფასებას, ისე სამომავლო რისკების განსაზღვრას, რაც მათ შორის ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და მომხმარებლების უფლებათა დაცვას უზრუნველყოფს.

„ეროვნული ბანკი აგრძელებს მუშაობას ვირტუალური აქტივების რეგულირების გაძლიერების მიმართულებით. ამ მიზნით შემუშავდა სტაბილური ვირტუალური აქტივების ე.წ. სტაბილქოინის პირველადი შეთავაზების წესი. უპირველეს ყოვლისა, წესის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საფინანსო სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაა“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება ახალი წესის მნიშვნელოვან ასპექტებზე გაამახვილა. მისი თქმით, მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივები 100%-ით უნდა იყოს უზრუნველყოფილი სარეზერვო აქტივებით, რომლებიც მაღალ ლიკვიდურობასა და რეიტინგს უნდა აკმაყოფილებდნენ. ამასთან, გამოშვების პროცესი სრულად გამჭვირვალეა, რაც შეთავაზების დოკუმენტით იწყება და გარე აუდიტორების შემოწმებით გრძელდება, რათა საზოგადოებას ემიტენტების, რეზერვებისა და რისკების მართვის შესახებ სრული ინფორმაცია მიეწოდოს.

ნინო ჯელაძემ საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას. „რეგულირების პროცესში ეროვნული ბანკი ისეთ საერთაშორისო პრაქტიკებს დაეყრდნო, როგორებიცაა ევროკავშირის, ამერიკის, სინგაპურის და დიდი ბრიტანეთის შესაბამისი რეგულაციები ვირტუალური აქტივების სფეროში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვირტუალური აქტივების რეგულირების და საზედამხედველო ჩარჩოს გაძლიერების მიზნით, ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიც არის მსოფლიო ბანკი და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია“, - აცხადებს ნინო ჯელაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს სტაბილური ვირტუალური აქტივების ეკოსისტემის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს და ხელს შეუწყობს მომხმარებელთა უფლებების დაცვას, სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა