გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ერს ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება ერის სულიერ მამად და რთულ დროს გადარჩენის სიმბოლოდ - პოლონეთის საელჩო
საქართველოში პოლონეთის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო ქართველ ერს სამძიმარს უცხადებს.
„თბილისში პოლონეთის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ქართველ ერს მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება ერის სულიერ მამად და რთულ დროს გადარჩენის სიმბოლოდ. დაე, მისმა უწმინდესობამ მშვიდად განისვენოს“, - აღნიშნულია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.
სხვა სიახლეები
უდიდესი გულისტკივილით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოსთვის უმძიმესი დანაკარგის - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო l Georgian Airways
18.03.2026.12:16
ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” პატრიარქის გარდაცვალებას ეხმიამენა და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ: "უდიდესი გულისტკივილით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოსთვის უმძიმესი დანაკარგის - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
მისი უწმინდესობა ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს და ისტორიულად გადამწყვეტ პერიოდში ჩაუდგა სათავეში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და იქცა არა მხოლოდ სულიერ ლიდერად, არამედ ერის მამად, გამაერთიანებელ ძალად და იმედის სიმბოლოდ.
ილია II-ის ღვაწლით აღდგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, აღდგა და აშენდა არაერთი ტაძარი და მონასტერი, განმტკიცდა სარწმუნოება და ქართული ეროვნულ-კულტურული იდენტობა.
მისი ინიციატივით დამკვიდრდა საყოველთაო ნათლობა, რომელმაც ათასობით ოჯახი დააკავშირა ეკლესიასთან და ერთმანეთთან.
ილია II იყო პატრიარქი, რომელსაც უპირობოდ უყვარდა თავისი ერი და ერი, თავის მხრივ, უსაზღვრო სიყვარულით პასუხობდა. მთელი საქართველო ლოცულობდა მისი ჯანმრთელობისთვის. უწმინდესის სიტყვა იყო ნუგეში, ხოლო მისი ლოცვა - ძალა და იმედი.
ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და სრულიად საქართველოს.
უფალმა ნათელში დაამკვიდროს ჩვენი პატრიარქის უკვდავი სული ", - წერს ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი".