მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7082.3
0.0108
flag
AZN 1.586
-0.0005
flag
CNY 38.49
0.004
flag
EUR 3.1777
-0.0026
flag
GBP 3.6482
0.0037
flag
KZT 52.86
0.0028
flag
TRY 0.0629
0
flag
USD 2.6966
-0.0004

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

news image

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-კობი), მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ეროვნული ბანკი 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის მომზადებაში დაინტერესებულ მხარეებს იწვევს და კითხვარს აქვეყნებს

26.12.2025.14:02

გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლიდან მოყოლებული საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტებს აქვეყნებს. გასული წლების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტი უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრიორიტეტებსა და გეგმებზე სექტორის, ინვესტორების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, სარეიტინგო კომპანიების, მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ამასთან, ზრდის პროგნოზირებადობას და ქმნის კიდევ უფრო გამჭვირვალე გარემოს.


ეროვნული ბანკი  დამკვიდრებულ პრაქტიკას განაგრძობს და ამჯერადაც ახალი სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობს, რომლის ფარგლებშიც 2026-2028 წლებისთვის ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრიორიტეტები და შესაბამისი აქტივობები განისაზღვრება. 


ახალი დოკუმენტი წინა წლების საზედამხედველო სტრატეგიების მსგავსად პროაქტიული, მომავალზე ორიენტირებული და ბაზრის საჭიროებებზე მორგებული იქნება. საზედამხედველო პრიორიტეტების განსაზღვრისას ეროვნული ბანკი ითვალისწინებს:

  • საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების ძირითად მიმართულებებს;
  • საერთაშორისო პარტნიორებისგან მიღებულ რეკომენდაციებსა და ნაკისრ ვალდებულებებს;
  • საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და ტენდენციების ანალიზს;
  • საზოგადოებისა და სექტორისგან მიღებულ მოსაზრებებს;
  • საზედამხედველო მანდატის ფარგლებში გამოვლენილ საჭიროებებს, არსებულ რისკებსა და გამოწვევებს.


ეროვნული ბანკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიის დოკუმენტი იყოს საერთო ხედვაზე ორიენტირებული, ინკლუზიური და კონსულტაციების საფუძველზე შედგენილი. იმისათვის, რომ სტრატეგია ასახავდეს როგორც საფინანსო სექტორის წარმომადგენლების, ისე მომხმარებლების, ინვესტორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ხედვასა და რეკომენდაციებს - ეროვნული ბანკი შესაბამის კითხვარს აქვეყნებს. კითხვარის ფარგლებში დაფიქსირებული მოსაზრებებით, თითოეული ჩართული პირი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზედამხედველო პრიორიტეტებისა და სამოქმედო გეგმის ფორმირებაში. აღნიშნული ეროვნულ ბანკს დაეხმარება, ზუსტად განსაზღვროს სტრატეგიის დოკუმენტში პრაქტიკული და რეალურ საჭიროებებზე მორგებული მიდგომები.

2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიასთან დაკავშირებით, კითხვარის მეშვეობით,  მოსაზრებების დაფიქსირება შესაძლებელია არაუგვიანეს 2026 წლის 23 იანვრისა. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტაზე  Supervisorystrategy@nbg.gov.ge.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა